უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. მინისტრი იტალიის მთავრობას მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იტალიის მთავრობის და მინისტრ ლორენცო გუერინის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის, რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვნად გაძლიერებაში დაგვეხმარება. უკრაინა ძლიერ აფასებს თქვენს მხარდაჭერას“, – წერს რეზნიკოვი ,,ტვიტერზე”.

მსგავსი თემები