რუსეთმა მიკოლაევი დაბომბა – არის მსხვერპლი

გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებით მიკოლაევი დაბომბეს. სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღანელის ვიტალი კიმის ცნობით, რაკეტა ორსართულიან სახლს მოხვდა,გარდაცვლილია ერთი მამაკაცი.

“მიკოლაივს ღამით S-300 ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს, დაარტყეს ორსართულიან სახლს. ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება”, – განაცხადა კიმმა.

რუსეთის ძალების იერიშის შედეგად მიკოლევში დროებით შეწყდა ელექტომომარაგება. ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება დილით აღდგა.

 

მსგავსი თემები