ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის “განკარგულებას”. ,,განკარგულების” თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

ბჟანიამ “მინისტრთა კაბინეტს”, რაიონებისა და ქალაქ სოხუმის “ადმინისტრაციებს” დაავალა უზრუნველყონ გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება.

მსგავსი თემები