რა გავლენები აქვს რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოზე?!

კითხვაზე: რა გავლენა აქვს რუსულ საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოზე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს, რომ არავითარი.

„არანაირი გავლენები რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოზე არ აქვს. არანაირი განსხვავებული დამოკიდებულება, ვიდრე სხვა ეკლესიებთან საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის საპატრიარქოსთან არ გააჩნია. ბოლო დროს იყო ამაზე მსჯელობა. მეც მაქვს კითხვა – რა ფორმატში გავრცელდა კრეფსები? შეიძლება თუ არა ვორდის ფაილი, რომლის წარმომავლობაც არის ბუნდვანი, გახდეს საფუძველი ვიღაცისთვის სასჯელის ან ბრალის წაყენების? გამოქვეყნდა ვორდის ფაილი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით და შეიძლება ეს  ცარიელი ფურცელი გახდეს საფუძველი მტკიცებულებისა, რომ რაც იქ აისახა, ვინმესთვის დანაშაულის დასაბუთების საშუალებას იძლევა“ – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

 

მსგავსი თემები