წყალდიდობა ავსტრალიაში – სტიქიის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

წყალდიდობა ავსტრალიაში – სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის გამო  50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სიდნეის სტიქია წელს მესამედ დაატყდა თავს. უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები