ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. „ჯანდაცვის სამინისტროზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამძიმდა და ორმხრივი პნევმონია განუვითარდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში, ეპიდემიის გავრცელების დროიდან, კორონავირუსის 305 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 2 ადამიანი.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაკეტილია ყველა სკოლა და უნივერსიტეტი.

მსგავსი თემები