,,გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები სჭირდება. კულებას თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა.

,,უკრაინის ყველაზე მეტად სჭირდება მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უპირატესობას მძიმე შეიარაღებაში. ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღი. არტილერიის გარეშე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ უკან დახევას. თუ მართლა გაღელვებთ უკრაინა, თუ გსურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს, გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები