გაეროს ინფორმაციით, პუტინი „აზოვსტალიდან“ მოსახლეობის გამოყვანას დათანხმდა

რუსეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრის შემდეგ, გაერო ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინი თანახმაა, „აზოვსტალის ქარხანაში“ შეფარებულმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ტერიტორია დატოვონ.

ანტონიო გუტერეშმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით,  ჰუმანიტარულ საკითხებზე კოორდინაცია კიდევ გაგრძელდება.

რაც შეეხება მარიუპოლის “აზოვსტალის“ ქარხანაში არსებულ ვითარებას, უკრანული მხარის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, არიან დაჭრილებიც და გარდაცვლილებიც, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება.

„თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს“ – პუტინი გუტერეშს

მსგავსი თემები