„თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს“ – პუტინი გუტერეშს

  რუსეთის პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურ მდივანს კრემლში,  ცნობილ „გრძელ მაგიდასთან“ თავად უმასპინძლა. როგორც პუტინმა ანტონიო გუტერეშს უთხრა, ის შეცდომაშია შეყვანილი, უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფანი მუშაობს და მშვიდობიან მოსახლეობას არავინ ერჩის. ეს განცხადება პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუტერეშმა შეშფოთება გამოხატა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და იქ არსებული კატასტროფული ვითარების გამო. „ნუ იტყვით, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ მუშაობს. თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნები მუშაობს. მარიუპოლიდან დაახლოებით 130-140 ათასი ადამიანი გამოვიდა და მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. ვისაც რუსეთში სურს – რუსეთში, ვისაც უკრაინაში სურს – უკრაინაში“ – აღნიშნა პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე. … ვრცლად „თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს“ – პუტინი გუტერეშს