რუსეთს ისევ ცეცხლი უკიდია

რუსეთში, კერძოდ,  ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საცავი იწვის. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტზე არ გადასულა და არც მოსახლეობა დაზარალებულა

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი სტრატეგიული ობიექტი დაიწვა, რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინაში კი აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთის ფედერაციაში პარტიზანული დაჯგუფებები ამოქმედდნენ.

მსგავსი თემები