“გახარიას გადმოცემულ წერილში წაყენებული მოთხოვნები გამაოგნებელი იყო” – ხმაური სასამართლო სხდომაზე, სადაც ბადრი ჯაფარიძე იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათერების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელზე ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე იკითხება.

სხდომაზე ჯაფარიძემ იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც მას გახარიამ შს მინისტრობის პერიოდში გადასცა. ამ თემას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა:

“წერილი გადმომეცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, სადაც ჩვენგან მოითხოვდნენ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. თავისთავად გამაოგნებელი წერილი იყო. მგონი, ეს არის ყველაფრის თავი და თავი იმიტომ, რომ ვინც ეს შეთხზა და დაგეგმა ვფიქრობ, ავთო წერეთლის კომპანიებისგან ნასესხები თანხა დაუკავშირა “ტვ პირველს” და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. გადმოგვეცა ეს წერილი, სადაც ბოლოში იყო აბზაცი – თუ ჩვენ არ შევასრულებდით მოთხოვნებს, მაშინ მთელს მსოფლიოს გააგებინებდნენ იმის შესახებ, რაც ჩავიდინეთ 2008 წელს. სიმართლე გითხრათ, მაშინდელ შს მინისტრს პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს არის სისულელე. ვისაც უნდა მოუყვნენ, რადგან 2008 წელს რაც გავაკეთე, მეამაყება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის ამ განცხადებას პროკურორი გამოეხმაურა, რაზეც სახელმწიფო ბრალმდებელს მამუკა ხაზარაძემ შეკითხვით მიმართა: “რატომ გეშინიათ ამ წერილის?“

ხაზარაძის ამ რეპლიკის შემდეგ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მას განუმარტა, რომ არაფრის ეშინია.

“არაფრის მეშინია! ამ წერილზე იყო კითხვებს რომ გისვამდით და იქ განაცხადეთ, რომ ახლო ნათესავის გამო არ დავასახელებო. იქაც კი იცრუეთ”, – მიმართა ხაზარაძეს არჩილ ტყეშელაშვილმა.

მსგავსი თემები