მხარეები მხოლოდ ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მედიასთან მოკლე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებით საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. „სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს რომელზეც იმედს ვამყარებდით. განვიხილეთ ჰუმანირატული საკითხები დეტალურად,  ევაკუაცია, პროდუქტების მიწოდების საკითხი. გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც ჩაიწერა, რომ მხარეებმა მიიღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი  დერეფნის მართვის და გააფრთებული ბრძოლების ადგილას პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდების შესახებ. ესეც მხოლოდ იქ მოხდება და ცეცხლი მხოლოდ იქ შეწყდება, სადაც დერეფნები იქნება“ – აღნიშნა უკრაინული დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენელმა.  

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა

ამ წუთებში, საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა. საუბარია ჰუმანიტარულ საკითხებზე. მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარულ დერეფანზე. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. შეთანხმება მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე  და ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოხერხდა. უკრაინული მხარე კმაყოფილი არ არის. შესაძლოა მესამე შეხვედრაც გაიმართოს.  

მეტი...

„მომეცით თვითმფრინავები“ – ვინ იქნება შემდეგი?

უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან დასრულდა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ მსოფლიო სიძლიერეს ახლა არ გამოიჩენს, შემდეგი საქართველო და სხვა ქვეყნები იქნება. „თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები. ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, ღმერთმა არ ქნას, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, საქართველო, პოლონეთი იქნებიან შემდეგი. ეს გაგრძელდება ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა  ზელენსკიმ.  

მეტი...

პუტინის განცხადებით უკრაინა საკუთარ მოსახლეობას ხოცავს

ამ წუთებში კრემლში რუსეთს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც თავად ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უძღვება როგორც პუტინმა აღნიშნა, ნაციონალისტი უკრაინელები ტავად ბომბავენ საკუთარ მოსახლეობას. „ჩვენმა სამხედროებმა მისცეს მათ დერეფნები, რომ გაეყვანათ მოსახლეობა, თუმცა ნაციონალისტები არ იძლევიან ამის საშუალებას.  ნეო-ნაცისტები ცოცხალ ფარად იყენებენ ხალხს.  კორპუსებიდან გამოყავთ ადამიანები, აგროვებენ ერთ ადგილზე, ასევე ჰყავთ სნაიპერები სარდაფებსა და სახურავებზე და დაუნდობელი მეთოდებით ებრძვიან ადგილობრივ მოსახლეობას“ – აცხადებს პუტინი უშიშროების საბჭოზე.  

მეტი...

„არა, საკმარისი იარაღი არ მიგვიღია“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადგილობრივ და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას, მიიღეთ თუ არა საკმარისი იარაღი რომ კიევი არ ჩაბარდეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასე უპასუხა: „საკმარისი იარაღი არ მიგვიღია. არა, არა, ეს არ არის იარაღის პარკის გაზრდა. ჩვენი მიზანი არის დაცვა და თავისუფლება. ჩვენ სხვა ფასეულობა არ გაგვაჩნია. ხალხის დაჩოქება მრავალეროვანი ვეყნის დაჩოქება არ გამოვა“ – უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტს. პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ იარაღით დახმარება არ არის საკმარისი ქვეყნის დასაცავად.

მეტი...

პუტინი უკან არ იხევს და გეგმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ გეგმებში უკან დახევას არ აპირებს. როგორც პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას  განაცხადა, ამოცანა ნებისმიერ შემთხვევაშ შესრულდება. „კრემლის“ ინფორმაციით, პუტინმა დაადასტურა, რომ უპირველეს ყოვლისა, საუბარია უკრაინის დემილიტარიზაციაზე და ნეიტრალურ სტატუსზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან არასოდეს დაემუქროს საფრთხე. „ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის ამოცანები ნებისმიერ შემთხვევაში შესრულდება და მოლაპარაკებების გაჭიანურებით დროის მოგების მცდელობა, მოსკოვის მხრიდან კიევის მიმართ მხოლოდ დამატებითი მოთხოვნების გაჩენას გამოიწვევს“, – ვკითხულობთ  ინფორმაციაში.

მეტი...

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება დაიწყო

მოლაპარაკება დაიწყო.  დელეგაციის წევრები დარბაზში არიან. ისინი ერთმანეთს ცივილურად, ხელის ჩამორთმევით შეხვდნენ. პორველი, ხელი რუსულმა დელეგაციამ გაუწოდა უკრაინულ დელეგაციას. დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერმა, აფხაზეთიდან დევნილმა დავით არახამიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული კორიდორის“ საკითხის განხილვა იქნება. დანარჩენი, გარემოებების მიხედვით.“ შეხვედრა შეხვედრა ბელარუსში, ბრესტში იმართება.  

მეტი...

ლიეტუვას „საჩუქარი“ ოკუპანტ რუსეთს

​ლიეტუვამ ოკუპანტ რუსეთს მორიგი სიურპრიზი მოუმზადა. კერძოდ, ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი გადაარქვა და „უკრაინელი გმირების ქუჩა“ დაარქვა. აღნიშნულის შესახებ წერილი ლიეტუვამ რუსეთის ფედერაციასაც გაუგზავნა, სადაც წერს, რომ საელჩო ამიერიდან უკრაინელი გმირების ქუჩაზე მდებარეობს.

მეტი...

როგორ დაარტყა მსოფლიო პროტესტმა რუსეთს?!

რა მიიღო რუსეთმა უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების შედეგად?!  ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ბიზნესმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას სათანადო პასუხი გასცა. • Apple – გავიდა ბაზრიდან. როგორც ამბობენ, ქვეყნის მასშტაბით, ახლა ბოლო iPhone-ს მოიხმარენ; • Adidas – უარი თქვა საფეხბურთო ნაკრებთან მუშაობაზე; • Audi – ბაზრიდან გავიდა; • AMD – მიკროჩიპების და უახლოეს მომავალში ვიდეო ბარათების მიწოდება აიკრძალება; • Amazon – საცალო ვაჭრობა სრულად დაბლოკა; • British Petrolium – Rosneft-დან აქციების 20%-ით გამოვიდა; • BBC – მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა; • BMW – დახურა ქარხნები, დაბლოკა მარაგი; • Bolt – უკრაინას 5 მილიონი…

მეტი...

რა დახმარებები მიაწოდეს უკრაინას 2 დღის მანძილზე?!

ცივილური სამყაროს დახმარება ომში მყოფი უკრაინის მიმართ იზრდება. უკრაინის მიმართულებით იგზავნება როგორს სამხედრო, ისე  და ფინანსური დახმარება. დახმარების ნაკადს ესპანეთის უერთდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობა  უკრაინაში 1370 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს (ტიპი დაუზუსტებელი) და მსუბუქ ტყვიამფრქვევებს გაგზავნის, ასევე, 700 000 ცალ ვაზნას. ესტონეთმა უკრაინას Javelin-ების მეორე „პარტია“ მიაწოდა. აშშ-მ უკრიანაში ასობით FM-92 Stinger გაგზავნა. გერმანია უკრაინას აწვდის 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას და 500 Fim-92 Stinger-ს (რაკეტები და გამშვების სისტემა). პოლონეთიდან Mig-29-ების პირველი ესკადრილია (6 ერთეული) უკვე გაიგზავნა უკრაინაში. ცნობილია პოლონეთის როგორც პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე მორალური პასუხისმგებლობა დევნილების ნაკადის მიღებასთან დაკავშირებით.…

მეტი...

„წადით სახლში“ – პრეზიდენტ ზელენსკის მორიგი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანებებას არ აპირებს და პირიქით, დანებების, იარაღის დაყრის და სახლში წასვლისკენ ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებს მოუწოდებს. პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. „ვლადიმირ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინელები შეიძლება გატეხონ ან აიძულონ დანებება. ერთი კვირის უკან, დილის 4 საათზე, რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. ეს იყო აგრესიის, განდიდების მანიის, დევნის ილუზიების მწვავე შეტევა. ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა კალიებს ჰგვანან. სრულმასშტაბიანი ომის პირველი საათები და დღეები იყო ძალიან რთული. მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთიანები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძლიერები, რაც ნიშნავს, რომ გადავრჩით” – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან რუს ჯარისკაცებსაც მიმართა. „ბევრჯერ…

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დღეს გაიმართება, თუმცა რუსეთი დათმობას არ აპირებს

რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი ამ წუთებში ადგილობრივ და საერთაშირისო მედიას ხვდება. საგარეო მინისტრი მედიას უმტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და რუსი ჯარისკაცები უკრაინას არ ბომბავენ. „ჩვენი მხრიდან დაყენებული პირობები, მინიმალურია და ის არ შეიცვლება. მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. დიდი ალბათობით, ისინი მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს ქვეყანა საერთოდ არ არის დამოუკიდებელი”, – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო მინისტრი. ის მოლაპარაკების გაჭიანურებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ გული შესტკივა, რომ ადამიანები იღუპებიან: „„უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, უკრაინული დელეგაცია კი მოლაპარაკებებისთვის კომფორტულ ადგილს ეძებს“.  

მეტი...

„თავის დროზე, ჰიტლერი ცდილობდა ევროპის დაქვემდებარებას და ეს როლი ახლა აიღო ამერიკამ“ – სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი რუსულ და საერთაშორისო მედიას ხვდება. რუსეთის საგარეო მინისტრი საუბრობს, რომ რუსული ჯარი არ შეჭრილა უკრაინის ტერიტორიაზე და არ ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. ლავროვის შეფასებით, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს, ეს ყველაფერი ამერიკის დამსახურებაა. „ნაპოვნი იქნება გამოსავალი, ჩვენი პირობები მინიმალურია და განხილვას არ ექვემდებარება. უკრაინამ მოიძია მიზეზი, რომ გადაეტანა მოლაპარაკება, როგორც ჩანს ის ვაშინგტონიდან იღებს მითითებებს. ჩვენს თავს არ მივცეთ უფლებას,  უკრაინიდან რუსეთის ფედერაციას საფრთხე დაემუქროს. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის მომენტი. ვერც ერთი ქვეყანა განამტკიცებს თავის უშიშროებას სხვისი ქვეყნის უშიშროების ხარჯზე, რასაც ნატო ახორციელებს. თითქოს უკრაინის გაწევრიანება ნატოში არ შეუქმნის რუსეთს…

მეტი...

“ეს, მინიმუმ მტრის სამსახურს ნიშნავს” – ომში ქცევის წესები – ეკა გულუას ბლოგი

უკრაინიდან, იქ სადაც ომია გაჩაღებული, ადგილზე მყოფი სამოქალაქო პირები, ბლოგერები, სამხედროები თუ სხვა ჯგუფები სოციალური ქსელებით პირდაპირ ტრანსლირებას ახდენენ, რა აფეთქდა „ამ წუთებში,“ რას მოხვდა ჭურვი, რა დაინგრა, რა გადარჩა და რამდენით ასცდა საავადმყოფოს თუ სხვა ობიექტს; სად აფარებენ თავს გადარჩენილები და ასე შემდეგ. ეს არის იმ სახის ინფორმაცია,  რომლის ტრანსლირება ნიშნავს ოკუპანტი რუსეთის მხარეს დგომას. დიახ, არავის გაგიკვირდეთ, რომ რუსეთის სპეციალური ჯგუფები სწორედ ამგვარ მასალებზე ნადირობენ და როცა პირდაპირ ვეუბნებით, რომ სამიზნეს ამდენით ასცდა ჭურვი თუ ბომბი, მოემზადეთ, რომ შემდეგ ჯერზე არ ასცდება! – ეს ერთი! მეორე –  წარმოუდგენელია…

მეტი...

ომის კადრების „ლაივში“ ჩართვა უკრაინას აზარალებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყველას აფრთხილებს, სოციალური ქსელებით, არ გაავრცელონ ინფორმაცია და ვიდეოკადრები, სად დაარტყეს, რას ასცდა და სად აფარებენ თავს მშვიდობიანი მოქალაქეები. გენერალური შტაბი ბლოგერებს, ექსპერტებს და ყველას სთხოვს, თავი შეიკავოს მსგავსი კადრების ტრასლირებისგან რადგანაც ამით, ოკუპანტ ქვეყანას ეხმარებიან და შესაძლოა, ოკუპანტებმა ქვეყანამ ისარგებლოს მორიგი დარტყმისას.

მეტი...

ვირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 347 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 461, ქვემო ქართლი -153, შიდა ქართლი – 189, გურია – 178, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 266, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.    

მეტი...

ვირუსით 3 117 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 527 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 115  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 11 767   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  17.77% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 619 274. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.85%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.  

მეტი...

ოკუპანტის სამხედროებს რბილი სათამაშოები აღმოუჩინეს, რომლის შიგთავსი ტყვიებით იყო სავსე

​უკუპანტის ჯარი „მაროდიორობაზე“ გადავიდა. შედიან ყველგან, მაღაზიებში, სახლებში და იპარავენ ყველაფერს – საკვებს, ჩასაცმელს, ლეიბებს, მატრასებს, საბნებს. დივერსიული ჯგუფები კი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში სოკოებივით ჩნდებიან და ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ ოკუპანტის დავალება პირწმინდად შეასრულონ. ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ჩანს, რომელიც უკრაინელებმა დააკავეს. მათ ტყვიები და სხვა საბრძოლო მასალები სათამაშოებში ჰქონდათ ჩამალული. კერძოდ, ამოღებულია რამდენიმე რბილი სათამაშო, რომლის შიგთავისიც ტყვიებით იყო სავსე.

მეტი...

რუსული ბანკები SWIFT-იდან 12 მარტს გაითიშება

SWIFT-ი ომში მყოფ უკრაინას მხარდაჭერას საკუთარი შესაძლებლობებით უცხადებს და ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსულ ბანკებს სისტემიდან გათიშავს. შვიდი რუსული ბანკი სისტემიდან  12 მარტს გაითიშება. „ჩვენი ღრმა ფიქრები მათთანაა, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ტრაგიკულ ადამიანურ შედეგებს განიცდის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. Swift-ი არის გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი არ­ტე­რია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქვეყ­ნებს, ფული წრა­ფად გა­და­რი­ცხონ სა­ზღვარგარეთ. Swift-ი არის მსოფ­ლიო ბანკთა­შო­რი­სი ფი­ნან­სუ­რი ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შესაძლებლობაა.  

მეტი...

პენტაგონის ინფორმაციით, კიევისკენ მიმავალი რუსული ტექნიკა გაჩერებულია

პენტაგონის ინფორმაციით, კოლომეტრობით მწკრივში მდგომი რუსული ტექნიკა, რომელიც უკრაინის მიმართულებით მიემართებოდა, ამ ეტაპზე გაჩერებულია. „ჩვენი შეფასებით, 24-დან 36 საათის განმავლობაში, მათ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ,“ – აცხადებენ პენტაგონში. შეფერხების ზუსტი  მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე ვარაუდი. ერთი ის, რომ ხდება არსებული სიტუაციის გადაფასება და მეორე – უკრაინელების წინააღმდეგობა.  

მეტი...

გერმანიამ რუს ბიზნესმენს იახტა ჩამოართვა

მსოფლიოს ქვეყნები უკრაინას მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთს იმ ფორმით ბლოკავენ, რაც შეუძლიათ. ამ მხრივ, ერთ-ერთი დვეყანა გერმანიაა კერძოდ, გერმანიამ, რუსი ბიზნესმენს – ალიშერ უსმანოვს იახტა ჩამოართვა. საუბარია  156 მეტრიანი იახტაზე, რომლის ღირებულება 600 მილიონი დოლარია. მისი კონფისკაცია ოფიციალურად მოხდა.

მეტი...