პენტაგონის ინფორმაციით, კოლომეტრობით მწკრივში მდგომი რუსული ტექნიკა, რომელიც უკრაინის მიმართულებით მიემართებოდა, ამ ეტაპზე გაჩერებულია.
„ჩვენი შეფასებით, 24-დან 36 საათის განმავლობაში, მათ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ,“ – აცხადებენ პენტაგონში.
შეფერხების ზუსტი მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე ვარაუდი. ერთი ის, რომ ხდება არსებული სიტუაციის გადაფასება და მეორე – უკრაინელების წინააღმდეგობა.