მხარეები მხოლოდ ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მედიასთან მოკლე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებით საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

„სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს რომელზეც იმედს ვამყარებდით. განვიხილეთ ჰუმანირატული საკითხები დეტალურად,  ევაკუაცია, პროდუქტების მიწოდების საკითხი. გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც ჩაიწერა, რომ მხარეებმა მიიღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი  დერეფნის მართვის და გააფრთებული ბრძოლების ადგილას პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდების შესახებ. ესეც მხოლოდ იქ მოხდება და ცეცხლი მხოლოდ იქ შეწყდება, სადაც დერეფნები იქნება“ – აღნიშნა უკრაინული დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები