ოკუპანტის სამხედროებს რბილი სათამაშოები აღმოუჩინეს, რომლის შიგთავსი ტყვიებით იყო სავსე

უკუპანტის ჯარი „მაროდიორობაზე“ გადავიდა. შედიან ყველგან, მაღაზიებში, სახლებში და იპარავენ ყველაფერს – საკვებს, ჩასაცმელს, ლეიბებს, მატრასებს, საბნებს. დივერსიული ჯგუფები კი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში სოკოებივით ჩნდებიან და ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ ოკუპანტის დავალება პირწმინდად შეასრულონ.

ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ჩანს, რომელიც უკრაინელებმა დააკავეს. მათ ტყვიები და სხვა საბრძოლო მასალები სათამაშოებში ჰქონდათ ჩამალული. კერძოდ, ამოღებულია რამდენიმე რბილი სათამაშო, რომლის შიგთავისიც ტყვიებით იყო სავსე.

მსგავსი თემები