მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ატრაქცია, „თოკების პარკი“ მოეწყო

აჭარაში ჩასულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. მისი პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. გახსნის ღონიძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრნენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი…

მეტი...

“სასოწარკვეთასა და აგონიაში მყოფი მხარის ისტერიკა“ – ბაგრატიონის ადვოკატი გრუზინსკებზე

დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის ქმედებებს სასოწარკვეთილებასა და აგონიაში მყოფი მხარის ისტერიკას უწოდებს და მათ ცირკ „შაპიტოსთან“ აიგივებს. როგორც ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნუგზარ სიხარულიძე, ვითომ ბაგრატიონმა სპექტაკლი „წამება დედოფლისა“ დადგა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გადაიტანა. “ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ისეთივე სიმართლეა, როგორც დანარჩენი სხვა. პრაქტიკულად გუშინ, ჩვენ ვადევნებდით თვალს, აგონიაში მყოფი ადამიანების ისტერიკას. მათ იციან, რომ ორივე სასამართლო დავას სამარცხვინოდ აგებენ და გადაწყვიტეს, ამ ფორმით გადაფარონ შავი პიარი, რომელიც მათთვის კონტრპროდუქტიული გამოდგა. მოწინააღმდეგე მხარემ სპექტაკლი დადგა. ნუგზარ გრუზინსკი, ანას მამა, რეჟისორია. კინომსახიობთა…

მეტი...

საქართველოში შობადობა და გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა (მათ შორის – 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. ხოლო, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის. 2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი). 2017 წელთან შედარებით 2018 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ…

მეტი...

სასამართლოში კეთილსინდისიერი მოსამართლეები უნდა მოხვდნენ, ამას ემყარება სამართლიანობა – კახა კოჟორიძე

​სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისია წლებია ეხმარება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში, პროფესიონალი ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციებს, გამოთქვამენ მნიშვნელოვან მოსაზრებებს, მაგრამ შედეგი არ იქნება, თუ ვითარება თვითონ ქვეყანაში არ შეიცვლება.  როგორც კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მიზანია, სასამართლოში მოხვდნენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რასაც სასამართლოს სამართლიანობის პრინციპი ემყარება.    მისივე თქმით, უვადო მოსამართლეების კრიტერიუმებზე მუშაობა პარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის დეკემბერში, იუსტიციის საბჭომ “ფურცლის ნაგლეჯზე ჩამოწერა 10 ადამიანის გვარი, ყველას ერთად უყარა კენჭი და ასეთი სამარცხვინო ფორმით წარმოადგინა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია”, –…

მეტი...

ძალიან ცუდი კანონპროექტი, რომელიც სასამართლო სისტემაში კანდიდატებს გარედან არ უშვებს“ – ალექსანდრე ბარამიძე

„ვენეციის კომისია მხოლოდ რეკომენდაციებს დადებს. მას პოლიციური ან სხვა სახის იძულება არ შეუძლია. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უვარგისია, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევიდა,“ – აღნიშნული განცხადება, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისია საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა. მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ძალიან ცუდი ვარიანტია, რადგანაც სასამართლო სისტემას კანდიდატებს გარედან არ აკარებს. „ყველას, ვისაც სურს, მიუხედავად იმისა, ჩაბარებული აქვთ თუ არა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. ეს საჭიროა იმისათვის,…

მეტი...

“მთავარი პრობლემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოა და არა კანონმდებლობა” – წერილი ვენეციის კომისიას

​სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტის, კახა კოჟორიძის შეფასებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში დღეს ორი პრობლემა არსებობს – კლანის არსებობა და კლანის პოლიტიკური მხარდაჭერა. საკანონმდებლო მოდელი იმდენად არ არის პრობლემური, რამდენადაც სასამართლო სისტემაში არსებული რეალობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ კანონი სათავისოდ გამოიყენონ. როგორც კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები მოამზადეს, რომელსაც ვენეციის კომისიას დღეს გაუგზავნიან.   მისივე თქმით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მომდევნო კვირაში საქართველოში ჩამოვლენ, შეხვდებიან დაინტერესებულ საზოგადოებას, შეისწავლიან კანონპროექტს და წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს. ​ “​ჩვენი მოსაზრებები, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი არის…

მეტი...

ძველ თბილისს, თბილისური ტიპის, კიდევ ერთი სახლი შეუნარჩუნდა

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, სულიაშვილის ქუჩის N8-ში მდებარე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება სახლის საძირკველი და კედლები, ხოლო ​ფანჯრებსა და კარის ღიობებს ლითონის კუთხოვანი ჩარჩოები უკეთდება.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სულიაშვილის ქუჩის N8-ში მდებარე თბილისური ტიპის ძველებური სახლი, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულ მდგომაროებაში იყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონს კიდევ ერთი, თბილისური ტიპის იერსახის სახლი შეუნარჩუნდება.   სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 171 000 ლარია. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში…

მეტი...

სპირტიანი სასმელების წარმოებას ამიერიდან, ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

პირველი აპრილიდან ტექნიკური რეგლამენტი − „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” ამოქმედდება. მისი მიზანია, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. „ამ რეგლამენტის შემუშავება გათვალისწინებულია 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით. აქამდე ანალოგიური დოკუმენტი არსებობდა ღვინის წარმოებასთან მიმართებაში და საჭიროებამ მოიტანა გარკვეული რეგულაციები ამოქმედებულიყო ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში, როგორებიცაა: ბრენდი, „ჭაჭა” და მაგარი სასმელები. აღნიშნული რეგლამენტი ეფუძნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის რეკომენდაციებს,” – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს…

მეტი...

“ეს არის სასოწარკვეთილი, განწირული ადამიანის ალოგიკური საქციელი” – სამეფო ოჯახის კიდევ ერთი სკანდალი

ბაგრატიონების ოჯახი კვლავ ახალ სკანდალში ეხვევა, სამეფო ტახტის მემკვიდრე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წლების შემდეგ აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ძალადობისა და ტერორის მსხვერპლი იყო. ანა ბაგრატიონის მტკიცებით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა. აღნიშნულს გრუზინსკების ოჯახის ადვოკატიც ადასტურებს. როგორც ლევან გორელიშვილი “მედიაცენტრ მთავართან” აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა, მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართვს. “არ ვაპირებთ, მივმართოთ…

მეტი...

სერბეთში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

სერბეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საკონსულო გახსნა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნისას ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ამ კონტექსტში, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. „ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაღრმავოთ კიდევ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ასევე, არის ძალიან დიდი პერსპექტივა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერების სფეროში შეგვიძლია ურთიერთობების…

მეტი...

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – სააგენტოს განმარტება

საპენსიო სააგენტო 40 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის და მისგან ნებაყოფლობით გათავისუფლების პირობებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის, ან – მეტის. სააგენტოს ინფორმაციით, სისტემის დატოვებაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. უფრო კონკრეტულად კი, იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა, სამი თვის გასვლის შემდეგ, მოქალაქეს ეძლევა საშუალება, განაცხადი შეიტანოს და სისტემა დატოვოს. მათივე ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღის შემოწმება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე…

მეტი...

“თუ ჩემი მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება, თანამდებობას დავტოვებ” – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ საქმეში მისი არამხოლოდ მორალური პასუხისმგებლობა მაინც გამოიკვეთება, თანამდებობას დატოვებს. “გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს გავაკეთე“, – აღნიშნა მინისტრმა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გასული წლის დეკემბერში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და სამინისტროს ადანაშაულებს.

მეტი...

“ხიდი სადგურ გოცირიძესთან საფრთხეს არ წარმოადგენს”- სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმააციით, ხიდი მეტროსადგურ გოცირიძესთან დაზიანებული არ არის. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. მათი თქმით, ინფორმაცია დაზიანებული ხიდის შესახებ ისე გაავრცელა სააგენტომ, რომ კომპანიასთან დაკავშირება არც უცდიათ. “გვსურს გამოვეხმაუროთ 27 მარტს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ თაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სათაურით „საფრთხე მეტროში – დაზიანებული ხიდი სადგურ გოცირიძესთან“, რომელიც ეხება მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდის მდგომარეობას. აღნიშნული ინფორმაცია ისე გაავრცელა სააგენტომ, რომ არ უცდია სატრანსპორტო კომპანიასთან დაკავშირება და ტექსტში ცვლილება მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ვთხოვეთ რედაქციას, რომ ჩვენი პოზიციაც დაფიქსირებულიყო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ ხიდს 2019 წელს…

მეტი...

“რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, ქვეყანა სულ უფრო პროგრესირებს”- სოფო ქაცარავა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გამოთქმულ კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, თითქოს საქართველო გამქრალია რადარებიდან, რეალობა სრულიად განსხვავებულია. მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს და ამას საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორებიც აღიარებენ. „ჩვენ გვაქვს ფატები და არა მხოლოდ სიტყვები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. რეალობა არის ის, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, ეს გამოიხატება მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში,…

მეტი...

სკოლები უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება და 60-მდე საბავშო ბაღი აშენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლად 60 მილიონი ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მცირე ზომის საბავშვო ბაღებს, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 50-ზე მეტი, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა, დიდ ბაღებთან მიმართებაში კი მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ისარგებლებს. ასევე გაიზრდება ბიუჯეტი სკოლების უკაბელო ინტერნეტით აღჭურვისთვის. “აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია და ჩვენ აუცილებლად გავზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა სკოლაში იყოს უკაბელო და ხარისხიანი ინტერნეტი. ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სკოლამდელი განათლება ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე ძალიან…

მეტი...

“ის იბრძვის, ცდილობს თავისი სიმართლე დაამტკიცოს” – მალხაზ კობაურის ადვოკატი

სამუდამო პატიმრობა მისჯილ, სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ, 19 წლის მალხაზ კობაურს სამარტოო საკანში გადაიყვანენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ციხის დირექტორის ნებართვის საფუძველზე, ოჯახის წევრების მონახულების საშუალება ექნება.   როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ კობაური გადაიყვანეს N8 პენიტენციალურ დაწესებულებაში, მან განესაზღვრება მკაცრი რისკი და იმის მიხედვით გადაიყვანენ შემდეგ რომელიმე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, იქნება ეს N8, N7, N6 თუ N3.  “საქმეში არსებობდა პროცესუალური დარღვევები, როგორიც არის სამართლიანი სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა, ბრალდებულის მთელი რიგი უფლებების დარღვევა და ა.შ. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს. კობაური თავიდანვე საბრძოლოდ…

მეტი...

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკას ააშენებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს ფოსტა გამოსცემს მარკას; დაწესდება ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი პრეზიდენტის 80 წლის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები; „საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას; განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას…

მეტი...

“ვიზუალურად, რაც ჩანს დაზიანება სერიოზულია” – ექსპერტი მეტროსადგურ “გოცირიძეზე”

თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე, “გოცირიძეზე” ხიდის დაზიანების საკითხს არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიზუალური დათვალიერებით ხიდი სერიოზულად დაზიანებულია, თუმცა საშიშროების შეფასებისთვის საინჟინრო დასკვნაა საჭირო. როგორც გიორგი ბაბუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მძიმე შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხიდის რეაბილიტაცია, ან სადგურის გაუქმება და მგზავრების რკინიგზის მეშვეობით გადაყვანა. “ორი ვარიანტია: 1. სამშენებლო დომკრატებით ესტაკადის აწევა დაზიანებულ ადგილზე, შემდეგ დროებითი მეტალის საყრდენებით დაფიქსირება. ამის მერე, უკვე ბეტონის საყრდენის აწევა, ან თავიდან ჩამოსხმა, მოძრაობის შეუჩერებლად, სიჩქარის შეზღუდვით. 2. მოძრაობის გახლეჩვა ახმეტელი-დიდუბე და ვარკეთილი-გოცირიძის მონაკვეთებზე, სადგურ “ნაძალადევის” დეპოში ძალიან გაჭირდება…

მეტი...

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გამავრცელებლები მკაცრად დაისჯებიან – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმთავრესი გამოწვევა დღეს მსოფლიოსთვის კიბერდანაშაულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა, ვინც ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოკადრებს გაავრცელებს, უმკაცრესად დაისჯება. “პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ძალიან მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩართული იქნება ამ საქმეში, კანონით უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. კიბერდანაშაული არის ძალიან მძიმე დანაშაული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე დაცული უნდა იყოს ამისგან,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მეტი...

ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ტაქსის მომსახურების სფეროში თბილისის მერიის მიერ დაწყებული რეფორმის წინააღდეგ, “ლეიბორისტული პარტიის” მიერ ორგანიზებული, საპროტესტო აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის წევრებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც პოლიციამ ავტომობილების ევაკუატორით გაყვანა გადაწყვიტა. მძღოლები მიიჩნევენ, რომ ტაქსების სფეროში ხელისუფლება მონოპოლიის დამყარებას ცდილობს და კერძო ტაქსების მფლობელებს შიმშილისთვის წირავს. “თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს დაწესებულ რეგულაციებს, შესაძლოა, „ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს”, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. თბილისის მერმა კახა კალაძემ, მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ტაქსის რეფორმას აპროტესტებენ, ამისთვის საპროტექტო აქციის მონაწილეებმა, ნდობით აღჭურვილი 5- 10-კაციანი ჯგუფი უნდა გამოყონ.…

მეტი...

გადასხმიდან კონცერტზე სიხარულით მიდიოდა, მთელი გულით მღეროდა – მოგონებები ბაბიზე

ჯგუფ ”ნიუტონის” სოლისტს, პიანისტი თამარ ბაბილუას, იგივე ბაბის, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, “ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის”  ხელმძღვანელი, დედა თინათინი იხსენებს და ხელოვანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.  მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაბი, რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა, არასდროს წუწუნებდა და ყველა საქველმოქმედო კონცერტზე სიხარულით მიდიოდა. ფონდის ერთ-ერთ ღონისძიებაზე პირდაპირ კლინიკიდან, გადასხმის შემდეგ მივიდა.   “ბაბი! არასდროს წუწუნებდა, პირიქით სხვაზე ფიქრობდა და ყველას ეხმარებოდა. ყველა საქველმოქმედო კონცერტზე სიხარულით მიდიოდა, მთელი გულით უკრავდა და მღეროდა. უნიჭიერესი და უკარგესი ადამიანი გარდაგვეცვალა! სექტემბერში ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობდა და პირდაპირ კლინიკიდან წამოვიდა გადასხმის…

მეტი...

კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ახალი რეფორმის მნიშვნელობას განუმარტავს

​თბილისის მერის კახა კალაძე, ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლები ამით დიდ სარგებელს მიიღებენ. კერძოდ, მძღოლები გათავისუფლდებიან გადასახადისგან, ქალაქში უფასო პარკინგის ადგილებით ისარგებლებენ, გადაეცემათ ქიმწმენდის და გადაღებვის ვაუჩერები და საშუალება ექნებათ შემოსავალი რეკლამის განთავსებით მიიღონ. „მათთვის ქალაქის მასშტაბით გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები, რომელსაც კიდევ დავამატებთ მომავალში. მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები, რომლის დიზაინიც გუშინ წარმოვადგინეთ. დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის…

მეტი...

გურამ მაჭარაშვილმა საოჯახო სახლის აღსაზრდელებთან ერთად საგაზაფხულო აქტივობები დაგეგმა

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ბაისუბნის მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა და ადგილზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო. დეპუტატი პედაგოგებთან ერთად საოჯახო სახლის აღსაზრდელებსაც გაესაუბრა და მათთან ერთად საგაზაფხულო აქტივობები დაგეგმა. გურამ მაჭარაშვილის ჩართულობით აპრილის დასაწყისში აღსაზრდელები გამწვანების აქციას მოაწყობენ, ამის შემდეგ კი პარლამენტის წევრი პატარებთან ერთად ლაგოდეხის ნაკრძალში შემეცნებით ბილიკს მოინახულებს. მაჟორიტარმა დეპუტატმა ბავშვთა სახლს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზქურა გადასცა. ​გურამ მაჭარაშვილის თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ ხელი შეუწყონ ასეთი ტიპის ცენტრების განვითარებას და აღსაზრდელთა მაქსიმალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში. დეპუტატმა საოჯახო სახლში, სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. თავის მხრივ წერილი…

მეტი...

კახა კალაძე ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე მძღოლებს შეხვდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის სერვისი მოწესრიგებული უნდა იყო, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ტაქსის მძღოლებისთვისაც. მერმა მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ტაქსის რეფორმას აპროტესტებენ, ამისთვის საპროტექტო აქციის მონაწილეებმა, ნდობით აღჭურვილი 5- 10-კაციანი ჯგუფი უნდა გამოყონ. „ეს მიმართულება მოწესრიგებული უნდა იყოს როგორც ამ სერვისით მოსარგებლე, ასევე,  სერვისის გამწევი ადამიანებისთვის. გუშინ იყო აქცია, სადაც გამოვიდა ადამიანების ჯგუფი, ტაქსის  მძღოლები და ისინი აპროტესტებდნენ ამ რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ ამ ადამიანებთან შეხვედრის მზადყოფნა და დღესაც გვაქვს  ეს მზაობა. მათ შეუძლიათ გამოყონ 5- 10-კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს…

მეტი...

“9 თვის განმავლობაში ერთხელ გაიღიმა” – ვის უღიმოდა 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული კობაური  

ხადას ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები, სასამართლო განაჩენს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ კობაური უდანაშაულოა.  “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა დღეს, მალხაზ კობაურის იმ ფოტოზე ისაუბრეს, რომელიც მასმედიასა და სოციალურ სივრცეში გავრცელდა, სადაც 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მწყემსი იღიმება. ​ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, კობაურის გაღიმება საზოგადოებამ ლამის დანაშაულის კონტექსტში განიხილა და ამის გამო აკრიტიკებენ. “იყო სურათები, როდესაც კობაურმა 9 თვის განმავლობაში გაიღიმა. უარყოფით კონტექსტში იყო წარმოდგენილი კობაურის ღიმილი, როდესაც მან თავი ძმას გაუღიმა. დღემდე ამას ატრიალებენ, – აი, ასეთი ბრალდების ქვეშ ადამიანი იცინის”, – აცხადებს…

მეტი...

მეტროსადგურ “გოცირიძის” ხიდის ჩანგრევის საფრთხე არ არსებობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს ინფორმაციას, რომ მეტროსადგურ “გოცირიძის” ხიდი დაზიანებულია და მგზავრებს მისი ჩანგრევით საფრთხე ემუქრებათ. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გავრცელებული ვიდეო, რომელიც ასახავს ხიდის დაზიანებას სიცრუეა, რაც დასტურდება იმით, რომ ხიდს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მეტრო სადგური გოცირიძის ხიდი სრულიად უსაფრთხოა მგზავრებისთვის. “აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხიდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც ხიდი არის სრულიად უსაფრთხო მგზავრებისთვის. რამდენიმე დღეში, ასევე, მოიხსნება მატარებლების გადაადგილების სისწრაფეზე შეზღუდვა,” – განუცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში “მედიაცენტრ მთავარს”. მოგვიანებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მეტრო სადგურის ექსპერტიზის…

მეტი...

„სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს“ – მალხაზ კობაურის ადვოკატი

ე.წ. მალხაზ კობაურის საქმის შემდეგი ეტაპი ერთ თვეში დაიწყება. „არაფერი დამთავრებულა, მოტივირებულები ვართ“ – აცხადებენ სამუდამო პატიმრობამისჯილი მწყემსის ადვოკატები და სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასაც არ გამორიცხავენ. როგორც დაცვის მხარემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სასამართლოს შემდგომ ეტაპზე მათი მთავარი იარაღი ის მტკიცებულებები იქნება, რომლის დასაშვებლობაზე გორის რაიონულმა სასამართლომ უარი თქვა. “​დაცვის მხარე დავიჩაგრეთ პროცესუალური კუთხით, ამან გამოიწვია აღნიშნული შედეგი. დაჩაგვრაში ვგულისხმობ იმას, რომ პირდაპირი გაგებით ზემოქმედება ხდებოდა სასამართლოს მხრიდან, უგულვებელყოფილი იყო მართლმსაჯულების აღსრულების გარკვეული პრინციპები, ამ დროს მაღალია რისკი, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბოლომდე არ გატარდეს. მოსამართლე შემოდიოდა კონფლიქტში და გვეუბნებოდა, რომელი…

მეტი...

მახათას მთაზე არსებულ ეკლესიასთან 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა

თბილისის ისნის რაიონში, კერძოდ, მახათას მთაზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზის, სამების საკათედრო ტაძრისა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ 200 ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი მოეწყობა. ტერიტორია გამწვანდება, გარე განათების სისტემის მოწყობა. გზის საფუძველი ასფალტის საფარის დასაგებად მზადდება.   მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საყრდენი კედლისა და ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს, საყრდენ კედელზე მოეწყობა მოაჯირები,…

მეტი...

თბილისი იმსახურებს ნამდვილ, ევროპულ, ფილარმონიულ ცხოვრებას – ზაზა შენგელია

ხმის ჩამწერი სტუდია “ბრავო რექორდსის” დამფუძნებელი, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა შენგელია, ახალგაზრდა კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკა რაჭველთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოც და თბილისიც ნამდვილ, ევროპულ ფილარმონიულ ცხოვრებას იმსახურებენ, ამ ისტორიულ დარბაზში უნდა ჩატარდეს უამრავი სანახაობრივი კონცერტი და წლის განმავლობაში მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რომ უბრალო ადამიანებმა შეძლონ ამ კონცერტებზე დასწრება. ზაზა შენგელია იმედოვნებს, რომ ამ სკანდალში ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო არ მიიღებენ მონაწილეობას. მათი მუშაობა ბევრად უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება, ობიექტური და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, მას ძალიან…

მეტი...

ბათუმს მალე, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ექნება

ზაფხულის ბოლოს, ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა. სპორტულ კომპლექსში, ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მთელი და ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 62…

მეტი...

სასამართლოს შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული არ იქნება – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ის წინა შემთხვევაში, ძალიან წარმატებულად განხორციელდა.   მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რადგან ეს პრაქტიკაში ასე არ ხდება. “ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ, სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. კონსტიტუციაზე მუშაობისას იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ძალიან მცირე, მაგრამ რეკომენდაციების ნაწილი არ გავითვალისწინეთ. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო პარლამენტის გამორიცხვაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში. დღეს უკვე ნათელია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთელი ეს…

მეტი...

ქაოსური განაშენიანების გამო თბილისში, საშიში რაიონები გაჩნდა – არქიტექტორი

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, რომ ქაოსური განაშენიანების გამო, თბილისში განსაკუთრებით საშიში რაიონები გაჩნდა. დაიკარგა ვაკის რაიონის ელფერი და ის ყველაზე ცუდ საცხოვრებელ რაიონად იქცა. განადგურების პირასაა საბურთალო, სადაც მრავალსართულიანი ცათამბჯენების მიჯრით დადგმა, არანაირ წესებს აღარ ექვემდებარება. როგორც თამაზ დოგრაშვილი აცხადებს, თბილისში მიმდინარე მშენებლობების ფონზე, ყველაზე იმედისმომცემი იყო დიდი დიღომი, თუმცა “ფულის კეთების ვნება იქაც მიწვდა”. მისივე თქმით, რაც დრო გადის შეცდომები თავის შედეგს თესავს და ფატალური შედეგები მომრავლდა. ანალოგიური პროცესები მიდის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში დარღვეულია შენობებს შორის დაშორებები, ხოლო ქუთაისში, ეს პროცესი ახალი დაწყებულია. “წლები მივუძღვენი პროექტირებასა…

მეტი...