გურამ მაჭარაშვილმა საოჯახო სახლის აღსაზრდელებთან ერთად საგაზაფხულო აქტივობები დაგეგმა

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ბაისუბნის მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა და ადგილზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

დეპუტატი პედაგოგებთან ერთად საოჯახო სახლის აღსაზრდელებსაც გაესაუბრა და მათთან ერთად საგაზაფხულო აქტივობები დაგეგმა.

გურამ მაჭარაშვილის ჩართულობით აპრილის დასაწყისში აღსაზრდელები გამწვანების აქციას მოაწყობენ, ამის შემდეგ კი პარლამენტის წევრი პატარებთან ერთად ლაგოდეხის ნაკრძალში შემეცნებით ბილიკს მოინახულებს.

მაჟორიტარმა დეპუტატმა ბავშვთა სახლს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზქურა გადასცა.

​გურამ მაჭარაშვილის თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ ხელი შეუწყონ ასეთი ტიპის ცენტრების განვითარებას და აღსაზრდელთა მაქსიმალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

დეპუტატმა საოჯახო სახლში, სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. თავის მხრივ წერილი ცენტრის აღსაზრდელებმაც დაწერეს და დეპუტატს სამახსოვროდ გადასცეს. 

მსგავსი თემები