ბათუმს მალე, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ექნება

ზაფხულის ბოლოს, ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა.

სპორტულ კომპლექსში, ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მთელი და ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 62 მილიონ ლარამდეა. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი თემები