“საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც არის ასახული ნატო-ს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებებში” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაფასა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს დატვირთული დღის წესრიგის მნიშვნელობას. მისი თქმით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პოზიტიურად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით.   „ვფიქრობ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით. მისი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა…

მეტი...

იენს სტოლტენბერგი “ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ნატოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია. გენერალურ მდივანთან ერთად JTEC-ს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა სწავლების კონტროლის ცენტრი მოინახულა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით ალიანსის გენერალური მდივანი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვია, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინა. ღონისძიების ბოლოს იენს სტოლტენბერგი…

მეტი...

ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის პროცესი ამ ტერიტორიისთვის უსაფრთხოა – ილია ელოშვილი

ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის თაობაზე გაცემული ნებართვის ფარგლებში, ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ავარიულ შენობებს, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება, ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. გარდა ამისა, წარმოდგენილია ყველა დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მშენებლობის პროცესი ამ ტერიტორიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  „მშენებლობის ნებართვა არამხოლოდ კანონიერად გაიცა, არამედ მშენებელს არანაირი ცვლილება არ მოუთხოვია იმ ნებართვისგან, რაც მოქმედებს ამ ტერიტორიაზე. არც ზონის ცვლილება და არც კოეფიციენტის მატება არ დაფიქსირებულა. საკითხი ეხება სრულიად უსახურ, ავარიულ შენობებს, რომელთაც ძეგლის სტატუსი არ გააჩნიათ. ხდება მათი ჩანაცვლება…

მეტი...

ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არა მხოლოდ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, არამედ, უპირველესად საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებასა და უსაფრთხოებას ემსახურება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის…

მეტი...

“ქობულეთის კოლორიტი” – კაცი, რომელიც სათამაშოებს აგროვებს

“ქობულეთის კოლორიტი” – ასე მოიხსენიებს ქობულეთის მოსახლეობა კაცს, რომელიც ქობულეთის ფიჭვნარში დადის და სათამაშოებს აგროვებს, რომლებსაც შემდგომ ტანზე ან ჩანთაზე იკიდებს. ქობულეთში მცხოვრები “მედიაცენტრ მთავარს” უყვება, რომ მამაკაცი ავღანეთის ომში სხვების დასახმარებლად იმყოფებოდა, რა დროსაც კანტუზია დაემართა. “ქობულეთის ქუჩებში დადის და სათამაშოებს აგროვებს. პატარა ბავშვები უყვარს”,- უყვება “მედიაცენტრ მთავარს” ქობულეთის მკვიდრი.

მეტი...

ერეკლე ბადურაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, “ხიდის” გადაღებები არ შეჩერდება

ცნობილი ქართული სერიალის – “ცხელი ძაღლის” რეჟისორი, სს “ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭოს წევრი, დირექტორი, ერეკლე ბადურაშვილი მოულოდნელად, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაყურებლისთვის ცნობილია ერეკლე ბადურაშვილის ფილმები: “ავტოპორტრეტი”, “თბილისი ჩემი სახლია”, “ერთი ქართული ისტორია”, “ცოდვის დღესასწაული”, სერიალი “ცხელი ძაღლი” და სხვა. მას დასამთავრებელი დარჩა ქართულ – თურქული კინოპროდუქცია, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, “ხიდი”, რომელზეც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმის ბოლო ერთკვირიანი გადაღება 5 აპრილიდან 12 აპრილამდე იყო ჩანიშნული და ელოდა მსახიობებს თურქეთიდან. კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი რეჟისორის გარდაცვალების გამო და აცხადებენ, რომ მის დაწყებულ ფილმს ღირსეულად დაასრულებენ.  აღსანიშნავია, რომ ქართულ-თურქულ პროექტში…

მეტი...

“2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის და მიგრაციის ზრდამ პიკს მიაღწია” – თამარ ჩიბურდანიძე

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას დემოგრაფიულ პრობლემაზე ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა სწორედ ის, რომ 2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის და მიგრაციის ზრდამ მაღალ ნიშნულს მიაღწია. პოლიტიკური მკვლევარი აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დემოგრაფიული თემა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი ხდება, რადგან დღეს საქართველოს ასეთი დიდი ეროვნული პრობლემა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, არა აქვს. „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხშირად გავიგებთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან დემოგრაფიულ პრობლემებზე წუხილს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი საარჩევნო პროგრამას სწორედ ამ თემაზე ააგებს.დღეს პარადოქსია…

მეტი...

23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს – ინიციატივა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოთქვამს ინიციატივას, რომ 23 აპრილი, წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდეს. ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა. როგორც გიორგი კეკელიძე აცხადებს, 23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, ასევე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე და ლოგიკური იქნებოდა ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელობა მიენიჭოს. “ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების…

მეტი...

მუსლიმთა მუფტი ადასტურებს, რომ ყალბი ცნობის გაცემას სთხოვდნენ – ინტერვიუ „მთავართან“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს პარლამენტისგან არა მხოლოდ ჯარში გაწვევის გადავადებას ითხოვს, არამედ, ეკონომიკურ და სხვა სახის შეღავათებსაც ელოდება.       „მედიაცენტრი მთავარი“ სრულიად საქართველოს მუფტის მოადგილეს ადამ შანთაძეს ესაუბრა, რომელმაც კონკრეტული პრობლემები წამოწია. „მედიაცენტრი მთავარი:“ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, სასულიერო პირები იმ შეღავათებით ვერ ისარგებლებთ, რასაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება ჰქვია. რა პრობლემა გექმნებათ რეალურად? ადამ შანთაძე:  ხომ არის თანაბარი მიდგომა ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ? ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, თუ ჯარში სამსახური სავალდებულო იქნება. მთავარია, სხვადასხვა კონფესიასთან დაკავშირებით არსებული  მიდგომა. კანონი ყველაზე თანაბრად უნდა მოქმედებდეს. თუ სამხედრო სამსახური სავალდებულო…

მეტი...

ბრუცელიოსზე 50 000 წვრილფეხა პირუტყვი აცრეს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წვრილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს. თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 50 000 სული წვრილფეხა პირუტყვია ვაქცინირებული. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საპილოტე რეჟიმში შარშან დაიწყო და მიმდინარე წელს 233 000 სული წვრილფეხა ცხოველის ვაქცინაციაა დაგეგმილი. მათივე თქმით, უფასოდ განხორციელებული ღონისძიებები ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს, შესაბამისად, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას; ხელს უწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი,…

მეტი...

თბილისის გზებზე სიჩქარის გადაჭარბებაზე სექციური კონტროლი განხორციელდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, თბილისში, ჭკვიანი ვიდეოკამერების მონტაჟი გრძელდება. კონტროლის სექციას კიდევ 8 ახალი სექცია ანუ სულ 16 კამერა დაემატა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით უკვე 2204 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს. 829 ნომრის ამომცნობი და 1375 ზოგადი ხედვის კამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია 432 კმ გზის მონაკვეთი.   მათივე განმარტებით, სიჩქარის სექციური კონტროლის არეში მძღოლს დაშვებული სიჩქარის მხოლოდ 15 კმ/სთ-ით გადაჭარბება შეუძლია. უფრო მეტის დაფიქსირების შემთხვევაში ის დაჯარიმდება. ჭკვიანი კამერის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშანი განთავსებულია, როგორც სექციის დასაწყისში, ისე, მის ბოლოს.  “A წერიტილიდან B წერტილამდე მძღოლმა თუ გადააჭარბა დასაშვებ სიჩქარეს…

მეტი...

შესაძლოა, საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტი 300- დან 500 ლარამდე გაიზარდოს

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ. ინიციატივას მხარი დაუჭირეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა – ნინო წილოსანმა და რევაზ არველაძემ. კანონპროექტის ინიციატორი გიორგი კანდელაკია. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მთავრობის პოზიციაც, რომლის მიხედვით ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია იმის ადმინისტრირება, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის. ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალური ზღვარი განბაჟებაზე 22 ევროს შეადგენს. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თავის დროზე ზღვარი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით, პარტიაში სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. “ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ. კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდგაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა…

მეტი...

დიასპორის წარმომადგენლები ზვიად კვაჭანტირაძეს სოლიდარობას უცხადებენ

წარმატებული ქართველი ემიგრანტები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, ჰოლანდიასა თუ სხვა ქვეყნებში, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანებიან ზვიად კვაჭანტირაძეს სოლიდარობას უცხადებენ. „ძალიან შემაწუხა ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის (ჩემი აზრით) უსამართლო განცხადებამ, ბატონმა კობახიძემ, მინიმუმ, ბატონ ზვიადს ადამიანურად ბოდიში მაინც უნდა მოუხადოს. (ვინაიდან უმადურობაზე დიდი ნაკლი არ არსებობს ამ ქვეყნად)… ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მის საქმიანობას. გარდა ამისა, ვიყავით მის მირ განხორციელებული პროექტების თანამონაწილენი. დიასპორის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, როგორც ვიცით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის – ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო დიასპორის საკითხებზე მუშაობის გასაგრძელებლად.…

მეტი...

“მუნიციპალიტეტებს კვალიფიციური კადრები ესაჭიროება” – ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატები დაასახელა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მუნიციპალიტეტების – ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის მერობის კანდიდატები წარადგინა. „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია; მარნეულში – ზაურ დარგალი; ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე; ჭიათურაში – გივი მოდებაძე; ხულოში – ვახტანგ ბერიძე. მერობის კანდიდატები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტების წინსვლას და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას კვალიფიციური კადრები ესაჭიროება, სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე შეირჩა მერობის კანდიდატები. “რეგიონების განვითარებას, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვჯერა კეთილსინდისიერად და…

მეტი...

სამოქალაქო საზოგადოება კონსორციუმს მიმართავს, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახალხო პროექტად გადაიქცეს

დოკუმენტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გაუგზავნეს 30 ხელმოწერა აქვს. ხელმომწერები ითხოვენ, მთავრობამ და კონსორციუმმა, მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შექმნის საკითხი განიხილოს. დოკუმენტის ტექსტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ორპუნქტიან მოთხოვნაზე: 1. საქართველოს ხელისუფლებამ, დაიწყოს დისკუსია ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის; 2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, განიხილოს ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შექმნის საკითხი. რაც…

მეტი...

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძე იქნება

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატი შუალედური არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. მისი კანდიდატურა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დღეს, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე. “თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება – ლადო კახაძე. მისთვის თბილისზე ზრუნვა უცხო…

მეტი...

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.   როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთაწმინდა მისი უბანია და წარმატების იმედი აქვს. გიორგი ანდრიაძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მისი თქმით, იმ არჩევნებმა დაანახა, რომ მთაწმინდის რაიონში “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ისევე, როგორც “ქართულ ოცნებას”. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა მზად არის აირჩიოს მესამე პოლიტიკური ძალა. “ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მთაწმინდის ამომრჩევლის მხარდაჭერა, მხოლოდ გარკვეული ფინანსური ბერკეტების ჩარევის შედეგად მიიღო. მთაწმინდის ელექტორატი არის მზად იმისთვის, რომ…

მეტი...

ქართული კომპანიები კონკურენციას ვერ უძლებენ და იხურებიან – გიორგი ანდრიაძე

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე, ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას ქართული ბიზნესის ინტერესები, რადგან ისინი, ქართულ ბაზარზე შემოსულ უცხოურ კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევენ და ფინანსური პრობლემები ექმნებათ.   ​როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა ცივილურ ქვეყანაში, კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, ხელისუფლება მხარს უჭერს ეროვნული წარმოების განვითარებას.    “ქართული ბიზნესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშ ასეა. ქვეყანა იცავს საკუთარ წარმოებას კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. საქართველოში, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს ვხედავთ. ქართული ბიზნესი შევიწროვებულია და ამის ნათელი მაგალითები დღეს სახეზეა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია ეროვნული ეკონომიკის განვითარება. აგარის ქარხანა…

მეტი...

ნატო რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთიდან ჯარი გაიყვანოს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივანი საქრათველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების განცხადება გაითხოვოს. როგორც იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მიონისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, ნატო საქართველოს ერიტორიულ მთლიანობის მხარდამჭერია. „ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაითხოვოს განცხადება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ვაწარმოებთ პოლიტიკურ დიალოგს. ეს არ არის იოლი პროცესი. წინსვლა დიდი არაა, თუმცა ნატო მხარს უჭერს მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებას და კონფლიქტის მოგვარებას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისივე შეფასებით, საქართველო და ნატო…

მეტი...

„საქართველოსთვის კარი მუდმივად ღიაა“ – ნატოს გენ. მდივანი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში არის პროგრესი და ის ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. „საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი. ნატო მუდმივად თანამშრომლობაში იქნება თქვენთან. მადლობლები ვართ, საქართველო იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით. საქართველოს მისია ავღანეთში მნიშვნელოვანია და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ვაძლიერებთ ნატო-ს უსაფრთხოებას, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეს ყოველივე როგორც ნატო-ს, ასევე საქართველოს ინტერესებში შედის“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისი განცხადებით, საქართველო უნიკალური პარტნიორია: „საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა ჩვენი მოკავშირეობისთვისა და წევრობისთვის. ბუქარესტში გაცხადდა, რომ საქართველო…

მეტი...

“შავი ზღვა, ნატოსთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება”, – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოს უსაფრთხოებაზე საუბარი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატოს გენერალურ მდივანთან, იან სტოლტენბერგთან სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამომავალო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. “შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის. განვიხილეთ ბრიუსელის მიერ შავ ზღვაზე მიღებული გადაწყვეტილებები, შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და ამავე დროს, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

მეტი...

იჭრება კლდის ნაწილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკველი ეცლება

ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი” იტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდაზე არსებული წმიდა მოწამე მიქაელის სახელობის ტაძართან, რამდენიმე დღეა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იჭრება კლდის ნაწილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ფაქტობრივად ეცლება საძირკველი, ხოლო  ახალი შენობა სარისკო გრუნტზე უნდა აშენდეს. როგორც “ტფილისის ჰამქარში” აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა გასცა, პროექტი შეთანხმებულია.  “სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კანონით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ! ეს ე.წ კანონიერი…

მეტი...

ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას – მამუკა ბახტაძე

“ნატოს მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ​როგორც პრემიერ მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. “ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი…

მეტი...

“არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე ექცევიან” – სალომე ფაჟავას წარმატება კიევში

ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა, რომელმაც კიევის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, სოციალურ ქსელში გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მისი დიდი წარმატება ქართულმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს.   „კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არც ერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ? “, – წერს სალომე ფაჟავა. მის სტატუსს, სოციალურ ქსელში გულშემატკივრები გამოეხმაურნენ: “არა მარტო შენს ოქროს მედალზე, არამედ არც მოჭიდავეებისა…

მეტი...

ბახტაძემ და სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილეს

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში(JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი…

მეტი...

თოვლის გამო, ვაზიანი-გომბორის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრიდან კახეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა. საავტომობილო მოძრაობას ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

მეტი...