ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას – მამუკა ბახტაძე

“ნატოს მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

​როგორც პრემიერ მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

“ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს გახლავთ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით სრულდება და ინტეგრაციული მექანიზმის ეფექტიანი გამოყენება ეხმარება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევაში.

მსგავსი თემები