უკრაინის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, ბუჩაში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იყო დამარხული.
მისივე ცნობით, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ, ბევრს ხელები შეკრული აქვს, გარდაცვალების მიზეზი კი თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.