,,ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩართვა”- სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ელი დეგნანის მსგავსი მკაფიო განცხადებები მისასალმებელია და თუ ასეთ განცხადებებს მოვისმენთ კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკოსის მხრიდან, უკეთესი იქნება.

„კელი დეგნანის განცხადებას მივესალმები, ძალიან კარგი განცხადება იყო. კელი დეგნანისგან ამ ტიპის პირველი განცხადება არ არის, მან არაერთხელ ძალიან მკაფიოდ იგივე აზრი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებასა და მშვიდობას საქართველოში. თუმცა ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, მოგვისმენია ძალიან მკაფიოდ და ძალიან ღიად უკრაინელი პოლიტიკოსების, უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან და მოგვისმენია არაერთი ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი პოლიტიკოსების, თუ პოლიტოლოგების მხრიდან. მაგალითად, ასეთი იყო ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. მსგავსი განცხადებები მეტნაკლები სიმკვეთრით, მაგრამ კარგად გასაგები გაკეთებული იყო იან კელის მიერ, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩი იყო, ასევე დევიდ კრამერის, მეთიუ ბრაიზას და არაერთი სხვა ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსის მიერ. მესმის, რომ ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მაგრამ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და როდესაც იგივე „გორბის“ გამოკითხვაში გარკვეულწილად ასეთი ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ეს შეიძლება, სწორედ ამ ადამიანების განცხადებებს უკავშირდებოდეს. ასეთ ფონზე, როდესაც ხალხზე ამ ადამიანების და რუსული პროპაგანდაც ახდენს გავლენას, ქალბატონი კელი დეგნანის მსგავსი მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია და თუ ამას მოვისმენთ კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკოსის მხრიდან, მათ უმეტეს, ზემოთ ჩამოთვლილი ბატონების მხრიდანაც, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა სუბარმა.

„როდესაც მესმის, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს არის 100 რუსული დეზინფორმაცია“ კელი დეგნანი

მსგავსი თემები