ბუჩაში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

უკრაინის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით,  ბუჩაში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იყო დამარხული.

მისივე ცნობით, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ, ბევრს ხელები შეკრული აქვს, გარდაცვალების მიზეზი კი თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.

მსგავსი თემები