აუდიტმა პროკურატურას 2021 წელს გამოსაძიებლად 19 ანგარიში გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, აუდიტმა პროკურატურას 19 ანგარიში გადაუგზავნა, საიდანაც 18-ზე გამოძიება დაიწყო. მექვაბიშვილის თქმით, იმ საქმეებიდან, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, განაჩენი დამდგარია დაახლოებით ნახევარზე მეტ საქმეზე.

,,გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, 50-მდე აუდიტის ჩატარება შევძელით. ჩვენი აუდიტების ჯამური ციფრი დარღვევებიდან გამომდინარე არის 107 მილიონი ლარი.

პროკურატურაში, მაღალი რისკიანობიდან გამომდინარე, გადაგზავნილი გვაქვს 19 ანგარიში, საიდანაც 18 -ზე დაწყებულია გამოძიება. საქმეები ძირითადად აღძრულია საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა-მითვისებაზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, გულგრილობასა და თაღლითობაზე. ბოლო პერიოდში, რაც ახლა მახსენდება, ეს არის თაღლითობის ფაქტი, რომელიც აღმოვაჩინეთ გორის მუნიციპალიტეტში, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო საკმაოდ მასშტაბური თაღლითობის ფაქტები,”- განაცხადა მექვაბიშვილმა.

მსგავსი თემები