ქაოსურად განაშენიანებულ ქალაქში გადარჩენა შეუძლებელია – არქიტექტორი საბერძნეთის ტრაგედიაზე 

დაუგეგმავი, ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბერძნეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ქვეყანაში მომხდარი სტიქიის შედეგად, რომელმაც რამდენიმე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. დღეს სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, შესაძლებელია თუ არა, სწორი განაშენიანების პირობებში, ტრაგედიის მსგავსი მასშტაბების თავიდან აცილება? ​როგორც ბერძენი არქიტექტორი, კონსტანტინოს მორაიტისი ადგილობრივ მედიასაშუალებებთან საუბრისას აცხადებს, საბერძნეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ კლიმატის ცვლილებებისა და ცეცხლის გარდა, მას წყალდიდობა და მიწისძვრაც ემუქრება. აქედან გამომდინარეა, დასახლებები გეგმაზომიერად განაშენიანდეს, არქიტექტორული და გეოლოგიური ნორმების შესაბამისად. ბერძენი არქიტექტორის თქმით, რაც მოხდა ხანძრის დროს, მოხდა სტიქიის ზონის მოსახლეობისგან განსატვირთი გზის არარსებობის გამო. ათეულობით ავტომობილი დაიბლოკა გზებზე და ადამიანები,…

მეტი...