ავტოსაგზაო შემთხვევას ხონში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხონში, სოფელ კუხში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. “საშინელი ხმა მომესმა, გარეთ, რომ გავიხედე მივხვდი, რომ ავარია იყო. ერთი გარდაიცვალა, მგონი 2 დაშავდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა” – თქვა თვითმხილველმა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ანა ჯაფარიძეს მედალი ჯეკი ჩანმა გადასცა

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველივე დღეს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა. მას ჯილდო ჯეკი ჩანმა გადასცა. პარიზში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველო თამაშებზე პარასპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით არის წარმოდგენილი.

მეტი...

მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი და კიდევ ორი მებრძოლი

ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ქალაქ ჯენინში, ვისამ ხაზემი და კიდევ ორი მებრძოლი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელეს დანარჩენ ორზე, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ“-  ნათქვამია განცხადებაში. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი მამაკაცი მოკლულია ქალაქ ზაბაბდეს მახლობლად, ჯენინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაჯგუფება „ჰამასმა“ ასევე დაადასტურა მათი გარდაცვალება.

მეტი...

აშშ-ში ცნობილი სპორტსმენი და მისი ძმა დაიღუპნენ

აშშ-ში, ჰოკეის ვარსკვლავი ჯონი გოდროსი ძმასთან ერთად დაიღუპა. სპორტსმენს და მის ძმას, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი დაეჯახა. CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა მათი დის ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, სადაც ძმები მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ. სპორტსმენის გუნდმა Columbus Blue Jackets-მა, ჯონი გოდროს გარდაცვალება წარმოუდგენელ ტრაგედიად შეაფასა.

მეტი...

“საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „საზღვარგარეთ მიმდინარე ომებს“ დაასრულებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყნის მთავრობაში კორუფციას დაამარცხებს. „ერთად ვიბრძვით ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის, საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა დავამარცხოთ კორუფცია მთავრობაში, აღვადგინოთ სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე- პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.  

მეტი...

რუსეთში, ბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

 ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციიტ, უკრაინის მიერ ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვია. მისივე განცხადებით, შვიდი მოზრდილი და სამი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. ბელგოროდში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, რამდენიმე სოციალური და კომერციული ობიექტი, ავტომობილები. უკრაინის სამხედროებს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

მეტი...

პარლამენტის შენობის კედელზე წარწერის გაკეთბის გამო ორი ახალგაზრდა დააჯარიმეს

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა. სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს – 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა. ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფაქტის ამსახველი ფოტო და დაწერა: “100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების შედეგი, არჩევნებში კოლაბორანტი ხელისუფლების მოშორება იქნება. გაუმარჯოს აჯანყებულებს.”  

მეტი...

მეხის დაცემის გამო სომხეთის ატომური ელექტროსადგური გათიშეს

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსპიკერის, სონა არუთიუნიანის განცხადებით, სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოსისტემიდან გამორთეს სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომელიც მეხის დაცემამ გამოიწვია. „30 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემიდან გამოირთო ავარიული გაჩერების რეჟიმში. ამის მიზეზი გახდა მეხის დაცემა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სისტემებმა სადგური უსაფრთხო გაჩერების რეჟიმში გადაიყვანეს“ – დაწერა არუთიუნიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე. პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და სადგურის თანამშრომლები მის გადატვირთვაზე მუშაობენ.

მეტი...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტპორიაზე კანონიერია

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილს წარმოადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის გეგმების შესახებ და მათში არანაირი როლი არ უთამაშია. მანამდე ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლელმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.  

მეტი...

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

მომავალ კვირას მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს. მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი ასევე შეიძლება 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს. წინასწარი ინფორმაციით, პლენარული სხდომების შეწყვეტამდე პარლამენტი “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობას დაასრულებს. ასევე, შესაძლოა მეორე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღონ.  

მეტი...

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. „განახლებული ინფორმაციით, ხარკოვზე მტრის თავდასხმის შედეგად, 97 ადამიანი დაშავდა, მათგან 22 არასრულწლოვანია“, – წერს სინეგუბოვი „ტელეგრამის“ არხზე. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ხარკოვი გუშინ, 30 აგვისტოს დაბომბეს, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზელენსკიმ ამ საკითხზე ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები სამეთაურო დონეზე უნდა გაძლიერდეს. „გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩვენი ყველა სამხედრო მფრინავის, ინჟინრის, მობილური საცეცხლე ჯგუფების მეომრების, საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველასი, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის – შედეგისთვის. ეს საჭიროა ასევე სამეთაურო დონეზეც. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და დავიცვათ ხალხი. დავიცვათ პირადი შემადგენლობა. დავიცვათ ჩვენი ყველა მეომარი“-  აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად…

მეტი...

“ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”. “სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!”- მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ ვიდეორგილში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დამფუძნებელმა გიორგი მჟავანაძემ აღნიშნა, რომ მოძრაობა “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” დარეგისტრირდება. “ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან“. “სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!” – წერს მამაუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.   მოძრაობა „სირცხვილია“ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრდება

მეტი...

მოძრაობა „სირცხვილია“ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრდება

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ . ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ისაუბრეს. ისინი განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. „რუსული ხელისუფლებისგან და პრორუსული ხელისუფლებისგან ძახილი დემოკრატიული ჯგუფების მიმართ, რომ ჩვენ თითქოს ვართ „დასავლეთის აგენტები“ ამ ქვეყანაში, ნაკლებად სენსიტიური ვართ ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მადისკრედიტირებელი ფრაზებით გამოირჩეოდა „სირცხვილიას“ წინააღმდეგ და არა მარტო – ყველას მიმართ, ვინც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. ჩვენ ვიყავით ხოლმე პირველი მაგალითი, რომელსაც ახსენებდნენ, თუ ვის შეეხებოდა „რუსული კანონი“. არა ერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტიტრადიციონალისტები, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები და მსგავსი…

მეტი...

“მინდა, ეს ჯილდო კლუბის პატარა წევრს, ლუკა ლაშხს მივუძღვნა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია”- ანა ჯაფარიძე

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველივე დღეს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა. როგორც ანა ჯაფარიძე ამბობს, უკეთესი შედეგებისთვის მომავალში იბრძოლებს. „უკეთესი შედეგის მიღწევაც შემეძლო, მაგრამ ამჯერად ბრინჯაოს მედალს დავკმაყოფილდები, უკეთესი შედეგებისთვის კი მომავალში ვიბრძოლებ. მინდა, ეს ჯილდო ჩვენი ტაეკვანდოს კლუბის პატარა წევრს, ლუკა ლაშხს მივუძღვნა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია. ჩვენი გუნდის სხვა წევრებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და საქართველოს სახელისა და დროშის მაღლა აწევას“- თქვა მან. შეგახსენებთ, რომ პარიზში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველო თამაშებზე პარასპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით არის…

მეტი...

“იყავით ფრთხილად”-მეტეოროლოგი მოსახლობას ამინდთან დაკავშირებით აფრთხილებს

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე  საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლობას აფრთხილებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „დასავლეთ საქართველოს ცალკეულ ტერიტორიაზე არსებულ უამინდობას, აღინიშნება ძლიერი წვიმა და ელჭექი, შესაძლოა მოჰყვეს სტიქიური პროცესების განვითარება.კვლავ იყავით ფრთხილად ძლიერ ელჭექთან და დატბორვასთან მიმართებაში“-წერს ფარტენაძე.  

მეტი...

„გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ სარჩელის განხილვის დროს დაპირისპირება იყო

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას. წერილში აღნიშნული იყო, რომ მისი ორგანიზაცია ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, რადგან იმ პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, არ სურთ, მათი პერსონალური მონაცემები გახდეს საჯარო, ვინაიდან, როგორც წერილში ეწერა, მათ მიმართ სხვადასხვა საფრთხე არსებობს. პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განმარტა, თუ რატომ უნდა მიეცეთ საშუალება ორგანიზაციებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საქართველოს…

მეტი...

ევროკავშირმა უარი განაცხადა კიევის თხოვნაზე, გაწვრთნას სამხედროები უკრაინაში

ევროკავშირმა უარი განაცხადა კიევის თხოვნაზე, გაწვრთნას უკრაინელი სამხედროები უკრაინაში, თუმცა მათ უკრაინის ტერიტორიისგან მაქსიმალურად ახლოს მოამზადებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო. „უკრიანაში მომზადება – რატომაც არა? ისინი (უკრაინელი სამხედროები) იქნებოდნენ უფრო ახლოს გარემოსთან, სადაც მათ ბრძოლა მოუწევდათ. ეს უფრო შესაბამისი იქნებოდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო იყო მზად, ზოგი წინააღმდეგი. საბოლოოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წვრთნა მოხდება რაც შეიძლება ახლოს უკრაინასთან, თუმცა არა უკრაინის ტერიტორიაზე“ – განაცხადა განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ბორელი აცხადებს, რომ  რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირში მომზადება გაიარა 60 ათასამდე უკრაინელმა სამხედრომ…

მეტი...

ურეკში კვების ობიექტი დაიტბორა (video)

ძლიერი წვიმის გამო ურეკში კვების ობიექტი დაიტბორა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კადრებში ჩანს,  დატბორვის მიუხედავად ობიექტი მუშაობას არ წყვეტს და ტერიტორიაზე მომხმარებლებიც იმყოფებიან. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში უამინდობაა.  

მეტი...

„კურსკის მიმართულებით გრძელდება შეტევითი ოპერაცია”- უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხედროები ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში გარკვეულ მიმართულებებზე ორი კილომეტრით წინ წაიწიეს და ხუთი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ამის შესახებ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით გამართულ სამხედრო სარდლობის სხდომას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში აცნობა. „კურსკის მიმართულებით გრძელდება შეტევითი ოპერაცია. დღე-ღამეში ჩვენი ძალები ცალკეულ მიმართულებებზე ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს, კონტროლი დაამყარეს ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე“– განაცხადა სირსკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შემდეგ გრძელდება.  

მეტი...

“კაშია კარგ ღვინოს ჰგავს, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი ხდება”- ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონისთვის მზადებას 2 სექტემბერს დაიწყებს. დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის ტრადიციული შეკრების წინა პრესკონფერენცია გაიმართა. სანიოლმა, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების წევრებზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა გუნდის კაპიტანზე და თქვა, რომ გურამ კაშია კარგ ღვინოს ჰგავს. “ბედნიერი ვარ გურამ კაშიას გამო და ვერ წარმომიდგენია ის ფეხბურთს თამაშის გარდა სხვა რამით იყოს დაკავებული. კაშია კარგ ღვინოს ჰგავს, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი ხდება. იმედი მაქვს, ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი კაპიტანი” – ამის შესახებ საქართველოს…

მეტი...

უკრაინა მოუწოდებს მონღოლეთს ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ვიზიტის დროს დააკავოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მონღოლეთს, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით ნაკისრი ვალდებულებები და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ვიზიტის დროს დააკავოს. უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობა „აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა“ და ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის მისი დაკავების ორდერი გასცა. „უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში“ –…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა- გარდაცვლილია 5 ადამიანი

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 28 დაიჭრა. ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ. „ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ზიანისა და დაზიანებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“ – დაწერა ტერეხოვმა. ხარკოვის მერმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის რუსების დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი ბავშვის, ხოლო 28 დაშავდა. მოგვიანებით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.  

მეტი...

დუ ფუ – ჩალის კოტეჯების მუზეუმი – მორიგი სამოთხე დედამიწაზე (ვიდეორეპორტაჟი)

მეტი...

„სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ”- ბრეგაძე

„სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო,“– ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავის კომენტირებისას სოციალურ ქსელში წერს. „საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა; ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია; სიცხადე vs ბუნდოვანება; P.S. სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო“,– წერს რატი ბრეგაძე.  

მეტი...

პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ახობაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა

პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ახობაძე Nomad Sports-ის მხარადჭერით ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა. მან  ფეხბურთელები და შოტლანდიელ მწვრთნელი, სტივ კინი გაიცნო და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ გუნდისგან საჩუქრებიც მიიღო – მათ შორის, „ტორპედოს“ 22-ნომრიანი მაისური. მსოფლიო ჩემპიონმა „ტორპედოსადმი“ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს ბავშვობიდან მხურვალედ გულშემატკივრობს, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება მოთამაშეების გაცნობა იყო, საყვარელ ფეხბურთელად კი „ტორპედოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, მალხაზ ასათიანი დაასახელა. „რატომ ავირჩიე 22-ნომრიანი მაისური? მალხაზ ასათიანს ქუთაისის „ტორპედოში“ დებიუტი სწორედ ამ ნომრით ჰქონდა” – თქვა ვახტანგ ახობაძემ.  

მეტი...

“ცოცხლები, რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი”- რას ამბობს მეუღლისა და მეგობრების მკვლელობაში ეჭვმიტანილი

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლის და ორი მეგობარი მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი დავით გველესიანი სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა. გია ფარადაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ სხდომაზე ალტერნატიული შუამდგომლობა არ დააყენეს. თავად ბრალდებულმა, პროცესზე დანაშაული აღიარა და მოტივზეც ისაუბრა. „მე პოზიციას დავაფიქსირებ, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის…

მეტი...

“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია 322-მა ორგანიზაციამ გაიარა”- იუსტიციის მინისტრის მოადგილე

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, დილის შემდეგ სტატისტიკა შეცვლილია და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 322-მა ორგანიზაციამ გაიარა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ. „განვაახლებ სტატისტიკას, რიცხვები ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა დღევანდელი დღე, 322-მა მოგვმართა, დილით 233 იყო, ახლა არის 322. ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, ამაზე შევწყვიტოთ რიცხვებით მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა…

მეტი...

“გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გამო საქართველოში მუშაობას კიდევ ერთი ორგანიზაცია წყევტს

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ დამტკიცების შემდეგ ფუნქციონირებას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია “Animal Project – პროექტი ცხოველებისთვის” წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ “პროექტი ცხოველებისთვის” სწორედ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა. “კანონის გამო ვწყვეტთ ფუნქციონირებას. გვინდა ბოლო “ფანდრაიზინგ” ივენთის გაკეთება, რომ ჩვენი შეფარებულ ცხოველები რამდენიმე თვე მაინც ვუზრუნველყოთ და კლინიკის ვალები დავფაროთ. ვის გინდათ ამ სიკეთე ივენთის მასპინძლობა და პარტნიორობა? აქვე დავამატებ, ამ ყველაფერს ისედაც ნახევრად მოხალისეობრივად ვაკეთებდით და ვაკეთებდით სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს!,” – ამბობს მარიამ ცერცვაძე.

მეტი...

“ჩვენ მივაღწევთ მიზანს ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით”- ტომას ჰიჩლერი

„ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის თემა, გერმანია არის და იქნება ქვეყნის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი“– ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ტომას ჰიჩლერმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით მიზანი მიღწეული იქნება. „ყველაზე მნიშვნელოვანი და ვრცელი არის უკრაინის მხარდაჭერის თემა. გერმანია არის და იქნება უკრაინის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი და დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებ, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს გერმანიის იმედი. იგივე ეხება წვრთნის სფეროს. ხვალიდან ჩვენ მივაღწევთ მიზანს ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით. ამაში თავისი წვლილი…

მეტი...

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და  იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში  დაზიანებები მიიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დარღვევით, უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორზე მეტი პირისა და ისეთი…

მეტი...

“კოლეგებს ქართველი ხალხი, ძირითად შემთხვევაში, იდიოტი ჰგონიათ”- ვახტანგ მეგრელიშვილი

„ქართველი ხალხის იმედი მაქვს, განსხვავებით კოლეგებისგან, რომლებსაც ქართველი ხალხი, ძირითად შემთხვევაში, იდიოტი ჰგონიათ“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილი ამბობს, რომ  „გირჩი“ წინასაარჩევნო კამპანიას ყველაზე კარგ ფორმაში ხვდება. „ამ ქვეყანაში ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, დანარჩენები პარტიები არ არიან. არის ორი პოლიტიკოსი, რომელსაც ხელისუფლება უნდა – სააკაშვილი და ივანიშვილი. ყველაფერი დანარჩენი მასკარადია, რომელიც ამის გარშემო იქმნება. ჩვენი წარმოდგენით, მოსახლეობა რომ არ დაბნეულიყო, ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ ახლოს, რეალურად უნდა გაერთიანებულიყო მიშას გარშემო,  და „ქართული ოცნებისთვის“ ლანძღვის, სიცრუეში, სიყალბეში ბრალდებების წაყენების შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. სიმართლე იქნებოდა, რომ იქით…

მეტი...

განცხადება, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრების აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინასების შესახებ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, შეუძლიათ 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრამდე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: სტუდენტის პირადობის მოწმობა; სტუდენტის დაბადების მოწმობა; ვეტერანის მოწმობა; ვეტერანის პირადობის მოწმობა; ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელშიც აღნიშნულია: საგანმანათლებლო პროგრამა, სემესტრი; სწავლის წლიური გადასახადის ოდენობა; სარგებლობს თუ არა…

მეტი...

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება

1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“ – განაცხადა მან. პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინო და უკრაინის გავლით ტრანზიტი უნდა შეწყვიტონ. პოდოლიაკის განმარტებით, ეს ეხება გაზსაც და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ტრანზიტი შეწყდება.

მეტი...

ქართველი პარატაეკვანდოისტი გიორგი ნიკოლაძე მეოთხედფინალშია

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მეორე დღეს პარატაეკვონდოში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ნიკოლაძე მეოთხედფინალშია. მან (70 კგ) პირველი შეხვედრა ეგვიპტელ მაჰმუდ რაჰმანს დამატებით დროში 18:16 მოუგო და თურქ პარასპორტსმენს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე აქვს ერთი მედალი – 29 აგვისტოს პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს. პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.

მეტი...

ისრაელმა ღაზაში 250-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში სამკვირიანი ოპერაცია დაასრულეს, რომლის დროსაც ექვსი გვირაბი გაანადგურეს, 250-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელეს და 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. აღნიშნული ოპერაცია  აგვისტოს დასაწყისში დაიწყეს და ექვსი გვირაბი – საერთო ჯამში, დაახლოებით, ექვსკილომეტრიანი მიწისქვეშა გადასასვლელი – გაანადგურეს. ზოგიერთ გვირაბში შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი აღმოაჩინეს.  

მეტი...