რუსეთმა ხარკოვი დაბომბა- გარდაცვლილია 5 ადამიანი

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 28 დაიჭრა. ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.

„ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ზიანისა და დაზიანებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“ – დაწერა ტერეხოვმა.

ხარკოვის მერმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის რუსების დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი ბავშვის, ხოლო 28 დაშავდა. მოგვიანებით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.

 

მსგავსი თემები