“კაშია კარგ ღვინოს ჰგავს, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი ხდება”- ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონისთვის მზადებას 2 სექტემბერს დაიწყებს. დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის ტრადიციული შეკრების წინა პრესკონფერენცია გაიმართა. სანიოლმა, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების წევრებზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა გუნდის კაპიტანზე და თქვა, რომ გურამ კაშია კარგ ღვინოს ჰგავს.

“ბედნიერი ვარ გურამ კაშიას გამო და ვერ წარმომიდგენია ის ფეხბურთს თამაშის გარდა სხვა რამით იყოს დაკავებული. კაშია კარგ ღვინოს ჰგავს, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი ხდება. იმედი მაქვს, ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი კაპიტანი” – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მსგავსი თემები