“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია 322-მა ორგანიზაციამ გაიარა”- იუსტიციის მინისტრის მოადგილე

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, დილის შემდეგ სტატისტიკა შეცვლილია და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 322-მა ორგანიზაციამ გაიარა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ.

„განვაახლებ სტატისტიკას, რიცხვები ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა დღევანდელი დღე, 322-მა მოგვმართა, დილით 233 იყო, ახლა არის 322. ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, ამაზე შევწყვიტოთ რიცხვებით მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი“- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

 

მსგავსი თემები