პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას პირველივე დღეს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა, 19 წლის ანა ჯაფარიძემ მოუტანა. მას ჯილდო ჯეკი ჩანმა გადასცა.
პარიზში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველო თამაშებზე პარასპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით არის წარმოდგენილი.