ქართველი პარატაეკვანდოისტი გიორგი ნიკოლაძე მეოთხედფინალშია

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მეორე დღეს პარატაეკვონდოში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ნიკოლაძე მეოთხედფინალშია. მან (70 კგ) პირველი შეხვედრა ეგვიპტელ მაჰმუდ რაჰმანს დამატებით დროში 18:16 მოუგო და თურქ პარასპორტსმენს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე აქვს ერთი მედალი – 29 აგვისტოს პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.

მსგავსი თემები