მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

მომავალ კვირას მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს. მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი ასევე შეიძლება 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს.

წინასწარი ინფორმაციით, პლენარული სხდომების შეწყვეტამდე პარლამენტი “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობას დაასრულებს. ასევე, შესაძლოა მეორე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღონ.

 

მსგავსი თემები