ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილს წარმოადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის გეგმების შესახებ და მათში არანაირი როლი არ უთამაშია. მანამდე ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლელმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.