რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„განახლებული ინფორმაციით, ხარკოვზე მტრის თავდასხმის შედეგად, 97 ადამიანი დაშავდა, მათგან 22 არასრულწლოვანია“, – წერს სინეგუბოვი „ტელეგრამის“ არხზე.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ხარკოვი გუშინ, 30 აგვისტოს დაბომბეს, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა.