“საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „საზღვარგარეთ მიმდინარე ომებს“ დაასრულებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყნის მთავრობაში კორუფციას დაამარცხებს.

„ერთად ვიბრძვით ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის, საზღვარგარეთ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა დავამარცხოთ კორუფცია მთავრობაში, აღვადგინოთ სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე- პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

 

მსგავსი თემები