ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში სამკვირიანი ოპერაცია დაასრულეს, რომლის დროსაც ექვსი გვირაბი გაანადგურეს, 250-ზე მეტი შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელეს და 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
აღნიშნული ოპერაცია აგვისტოს დასაწყისში დაიწყეს და ექვსი გვირაბი – საერთო ჯამში, დაახლოებით, ექვსკილომეტრიანი მიწისქვეშა გადასასვლელი – გაანადგურეს. ზოგიერთ გვირაბში შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი აღმოაჩინეს.