“კოლეგებს ქართველი ხალხი, ძირითად შემთხვევაში, იდიოტი ჰგონიათ”- ვახტანგ მეგრელიშვილი

„ქართველი ხალხის იმედი მაქვს, განსხვავებით კოლეგებისგან, რომლებსაც ქართველი ხალხი, ძირითად შემთხვევაში, იდიოტი ჰგონიათ“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ  „გირჩი“ წინასაარჩევნო კამპანიას ყველაზე კარგ ფორმაში ხვდება.

„ამ ქვეყანაში ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, დანარჩენები პარტიები არ არიან. არის ორი პოლიტიკოსი, რომელსაც ხელისუფლება უნდა – სააკაშვილი და ივანიშვილი. ყველაფერი დანარჩენი მასკარადია, რომელიც ამის გარშემო იქმნება. ჩვენი წარმოდგენით, მოსახლეობა რომ არ დაბნეულიყო, ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ ახლოს, რეალურად უნდა გაერთიანებულიყო მიშას გარშემო,  და „ქართული ოცნებისთვის“ ლანძღვის, სიცრუეში, სიყალბეში ბრალდებების წაყენების შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. სიმართლე იქნებოდა, რომ იქით დაჯგუფებულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგი, აქეთ – ბიძინა ივანიშვილთან ვინც არის.

ქართველი ხალხის იმედი მაქვს, განსხვავებით კოლეგებისგან, რომლებსაც ქართველი ხალხი, ძირითად შემთხვევაში, იდიოტი ჰგონიათ. წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში ვინმე ვნახოთ სათანამშრომლოდ, თუმცა ნორმალური ადამიანებისთვის ჩვენი კარი ღიაა, დღემდე ღიაა. ჩვენი პრაიმერიზი არ დასრულებულა. ჩემი აზრით, ყველაზე კარგ ფორმაში ვხვდებით წინასაარჩევნო კამპანიას“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

მსგავსი თემები