პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ახობაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა

პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ახობაძე Nomad Sports-ის მხარადჭერით ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა. მან  ფეხბურთელები და შოტლანდიელ მწვრთნელი, სტივ კინი გაიცნო და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ გუნდისგან საჩუქრებიც მიიღო – მათ შორის, „ტორპედოს“ 22-ნომრიანი მაისური.

მსოფლიო ჩემპიონმა „ტორპედოსადმი“ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს ბავშვობიდან მხურვალედ გულშემატკივრობს, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება მოთამაშეების გაცნობა იყო, საყვარელ ფეხბურთელად კი „ტორპედოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, მალხაზ ასათიანი დაასახელა.

„რატომ ავირჩიე 22-ნომრიანი მაისური? მალხაზ ასათიანს ქუთაისის „ტორპედოში“ დებიუტი სწორედ ამ ნომრით ჰქონდა” – თქვა ვახტანგ ახობაძემ.

 

მსგავსი თემები