პარლამენტის შენობის კედელზე წარწერის გაკეთბის გამო ორი ახალგაზრდა დააჯარიმეს

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა. სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს – 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფაქტის ამსახველი ფოტო და დაწერა: “100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების შედეგი, არჩევნებში კოლაბორანტი ხელისუფლების მოშორება იქნება. გაუმარჯოს აჯანყებულებს.”

 

მსგავსი თემები