გიორგი ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ქართველმა ფეხბურთელმა “სტოკთან” მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გიორგი ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურის შეხვედრა ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 83 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 8,2 მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა 73-ე წუთზე მიიღო, როდესაც მასპინძლებმა მესამე ბურთი გაიტანეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საგოლე გადაცემით თავი ისევ კაიემბემ გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მეტი...

რაზე ისაუბრეს იტალიის პრემიერმა და ჩინეთის პრეზიდენტმა?!

იტალიის პრემიერ-მინისტრის – ჯორჯია მელონის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირბით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკლე კომენტარს აკეთებენ როგორც ოფიციალური ჩინეთი განმარტავს, საუბარი უკრაინის საკითხსაც შეეხო. „პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრისას იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონთან გაიმართა აზრთა სიღრმისეული გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებსა და ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის და მიესალმება და მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს კომუნიკაცია შესაბამის მხარეებთან, მათ შორის იტალიასთან, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა შეიქმნას პირობები უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის დიალოგისა და მოლაპარაკებების…

მეტი...

“ქეით მიდლტონის დაავადება გაცილებით ადრე დაიწყო”- რა ინფორმაცია ვრცელდება უელსის პრინცესაზე

“ქეით მიდლტონის დაავადება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა”- წერს Daily Beast-ი Daily Mail-ის გამოძიებაზე დაყრდნობით. Daily Mail-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ მიდლტონი მძიმედ დაავადდა იანვარში ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე. ოპერაციის შემდეგ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. „არა მგონია, ხალხს ესმოდეს, რა განიცადა მან და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს განცდები – ბევრად მეტი, ვიდრე ვინმეს ესმის“ – წერს გამოცემა. პრინცესა მანამდე არსებულ სამუშაო გრაფიკს აღარ დაუბრუნდება და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში მიიღებს მონაწილეობას. ქეით მიდლტონმა საზოგადოებაში რეგულარულად გამოჩენა 2023 წლის დეკემბერში შეწყვიტა. მოგვიანებით  გავრცელდა ცნობა, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.…

მეტი...

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მემსახურა ლიეტუვის ევროკომისრად, თუმცა მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნას, უკრაინის დახმარებას და ევროპის მომავლისთვის ბრძოლას სხვა გზებით“ – დაწერა ლანსბერგისმა. როგორც „პოლიტიკო“  ლანდსბერგისის ეს განცხადება მასსა და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შორის განხეთქილების ფონზე გაკეთდა. ნაუსედამ უარი განაცხადა ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე იმის მიუხედავად, რომ მინისტრს სხვა წამყვანი პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს.  

მეტი...

“ასეულის მეთაური, ტყვედ ჩავიგდეთ”- უკრაინული სამხედრო ძალები

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიის ასმეთაური ტყვედ აიყვანეს. ტელეგრამ არხებზე ვიდეოკადრები ვრცელდება. “ასეულის მეთაური, ტყვედ ჩავიგდეთ და მისი ასეულის გარეშე დავტოვეთ” – წერს 225 მოიერიშე ბატალიონი ტელეგრამ არხზე.  

მეტი...

“ცნობები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არაკორექტულია”- უკრაინის საგარეო

“ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს”- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ გამოცემა “უკრინფორმთან” საუბარში. „ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია. ეს ისეთივე მანიპულაციაა, როგორც წინა ცნობები მომდევნო წელს დახმარების ორჯერ შემცირების შესახებ” – განაცხადა ტიხიმ. მან აღნიშნა, რომ გერმანიაში ნამდვილად გრძელდება საბიუჯეტო პროცესი, „რომელსაც ყურადღებით ვაკვირდებით.” მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტი ნოემბერში იქნება დამტკიცებული, და მხოლოდ მაშინ იქნება მომდენო წელს უკრაინის დახმარების დონე.    

მეტი...

“მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში”- სააკაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წარუდგინა. „მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამია. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი, მონობაა და სიღარიბე.

მეტი...

წალკის კანიონი ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორისაა

წალკის კანიონი ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორისაა. კანიონს მიმდინარე წლის 7 თვეში,  ვიზიტორთა რაოდენობის 8% ესტუმრა და ხუთეულში მოხვდა. “ვიზიტორების რაოდენობა არის გაზრდილი, ბოლო 7 თვის განმავლობაში, 8%-ით და ყოველდღიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 800-დან 1100-მდე სტუმარს. აქ მოსულ სტუმარს ელოდება ეს ულამაზესი ბუნება პირველ რიგში, ეს ულამაზესი ყელსაბამი კანიონზე. ძალიან ცნობილია უკვე მთელ მსოფლიოში, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩვენი ბრილიანტის 360 კაფე-ბარი. [ვიზიტორებს] ელოდება ასევე კოტეჯები, ვილჰაუსები, რომელიც არის ძალიან კომფორტული და შეესაბამება 5-ვარსკვლავიანი სტანდარტებს” – აცხადებს “ქასს დაიმონდ რეზორტის” გენერალური მენეჯერი მაია კუკავა.  

მეტი...

“დინამო არენას“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩეხეთს „დინამო არენას“ ნაცვლად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „დინამო არენას“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს „დინამო არენას“ მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ. „დინამო არენას“ ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება – იქიდან გამომდინარე, რომ „დინამო არენას“ ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 დამე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივარს დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს. შეგახსენებთ, რომ „დინამო…

მეტი...

„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლოს ჩესთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია

„ვალენსიის“ მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლოს ჩესთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია. „ლივერპული“ აპირებდა მის შეძენას და შემდეგ იჯარით „ბურნმუთში“ ერთი ან ორი წლით გაშვებას, რადგან მათი პირველი ნომერი ალისონ ბეკერია. მამარდაშვილი „ლივერპულთან“ კონტრაქტს ხელს მოაწერდა, სანამ უშუალოდ „ვალენსიიდან“ „ბორნმუთში“ იჯარით წავიდოდა. თუმცა, „ვალენსიის“ მენეჯერმა, რუბენ ბარახამ თქვა, რომ მამარდაშვილის და ასევე ხავი გუერას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გადასვლაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მას ქართველი მეკარის შესახებ კითხვა ორჯერ დაუსვეს. საერთოდ, სატრანსფერო „ბაზარი“ გამოუცნობია და „ვალენსიის“ სიახლეებზე ჯერ ახალს ვერაფერს გეტყვით. სანამ „ბაზარი“ ღიაა, კლუბები ფეხბურთელებს ყიდულობენ, ტრანსფერებს ახორციელებენ. მე ორიენტირებული ვარ ხვალინდელ თამაშზე, გიორგი კი ჩვენთანაა. მე…

მეტი...

“სასწრაფო დახმარება მობილიზებულია”- ევოლუშენ ჯორჯიასთან” მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობა მძიმდება

ევოლუშენ ჯორჯიასთან” მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობა მძიმდება, რამდენიმეს დღეს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. მიუხედავად ამისა ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. “ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლებმა დახმარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. “დღითიდღე უფრო ვსწორდებით. კილოგრამებშიც გვეტყობა ეს და ანალიზებშიც, მაგრამ ბოლომდე ასეთ რეჟიმში ვაპირებთ გაგრძელებას. სასწრაფო დახმარება მობილიზებულია და ადგილზე გვეხმარება იმ დროს, როცა შაქრის დონე ვარდება და გვქონდა ასეთი ბევრი შემთხვევა. პარლამენტის მხრიდან იყო პასუხი, მათ გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი მოთხოვნა და მოუწოდეს დროული რეაგირებისკენ, რათა გამოყონ მედიატორი დავის მოსაგვარაბლად. ერთადერთი ეს გამოხმაურეა იყო, სხვა არცერთი უწყებიდან არ ყოფილა გამოხმაურება” – ამბობს მოშიმშილე თანამშრომელი. შეკრებილები აზარტული…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სოფელ შინდისში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. გაგნიძე 47 წლის იყო და ის უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იბრძოდა. ქართველი მებრძოლი ლუგანსკის მისადგომებთან დაიღუპა, ის საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა. „დაიწყო თუ არა ომი, მაშინვე წავიდა რაღაც 1 თვის დაწყებული იყო. 22- ში ხომ დაიწყო ეს წავიდა, 23 მარტს, იმის შემდეგ აღარ ჩამოსულა. იბრძოდა გმირულად, კაცურად. განადგურებული ვარ, ყველა მშობელს ვუსამძიმრებ, ვისი შვილებიც ამ საქმეს შეეწირნენ. გინდა ცხინვალის მისადგომებთან, გინდა აფხაზეთის მისადგომებთან, თუნდაც უკრაინაში დაღუპულების მშობლებს, ყველას ვუსამძიმრებ”- ამბობს დაღუპულის მამა.  

მეტი...

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას Politico გერმანულ გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს ცნობით, აკრძალვა, რომელიც გერმანიის მმართველი კოალიციის ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილს წარმოადგენს, უკვე ძალაშია. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს თხოვნით 5 აგვისტოს მიმართა.

მეტი...

„უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს“- უკრაინული მხარე

„უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს“- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ  პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. სირსკიზე დაყრდნობით, ზელენსკი აცხადებს, რომ “უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს და სტაბილიზებული ტერიტორია გააფართოვეს“. „მადლობა ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებსაც რუსი სამხედროები ტყვეებად აჰყავთ და ამით ჩვენი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან, გათავისუფლებას აახლოებენ“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საპროტესტო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული 30 ადამიანი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეწყალებულებს შორის 14 ქალი და 16 კაცია. მათგან ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არის რამდენიმე პენსიონერი. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და ვალდებულება აიღო, კანონმორჩილი ცხოვრების წესით იცხოვროს. შეწყალებას გამოეხმაურა ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია. მისი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე ბელარუსში ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება.

მეტი...

ექიმის გაუპატიურებასა და მკვლელობას ინდოეთში მედიკოსების მასობრივი პროტესტი მოჰყვა

ინდოეთში ექიმის გაუპატიურებისა და მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკოსებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. მოსალოდნელია, რომ გაფიცვას ერთ მილიონზე მეტი ექიმი შეუერთდება, რაც ინდოეთში სამედიცინო მომსახურების პარალიზებას გამოიწვევს. ეს ექიმების ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა ინდოეთში. 31 წლის სტაჟიორი ექიმი ქალი გასულ კვირას ქალაქ კოლკატას სამედიცინო კოლეჯში გააუპატიურეს და მოკლეს, რამაც მედიკოსების მასობრივი პროტესტი გამოიწვია.      

მეტი...

“ამ საფრთხეს ალბათ თავიდან ვერ ავიცილებთ”- ინფექციონისტი “მაიმუნის ყვავილზე”

,,რა თქმა უნდა საფრთხე იმისა, რომ შემოვა ეს ვირუსი ჩვენთან არსებობს“- ამბობს ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი “მაიმუნის ყვავილის” საქართველოში, შესაძლო გავრცელებაზე.  მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხეს საქართველო ვერ აირიდებს, რადგან ქვეყანაში უამრავი ტურისტი შემოდის. ინფექციონისტი მოქალქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ,,რა თქმა უნდა საფრთხე იმისა, რომ შემოვა ეს ვირუსი ჩვენთან არსებობს. კერძოდ, ის მიგრაცია, რაც ხდება მთელ მსოფლიოში ჩვენც დავდივართ, შემოდიან უამრავი ტურისტები,ამ საფრთხეს ალბათ თავიდან ვერ ავიცილებთ. ერთი კარგი თვისება, თუ შეიძლება ითქვას, ეს ვირუსი არ არის ჰაეროვანი, ეს არის წვეთოვანი ვირუსი და გადამდები არის მისი ბიოლოგიური  სითხეები. ამიტომ თავდაცვის, საშუალება…

მეტი...

„საქართველოს ეროვნულ მუზეუმს” თანამშრომლის გათავისუფლების გამო კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები ავრცელებს“. „სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქეთევან მაქარაშვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა შრომითი ანაზღაურების გადახდა 2022 წლის 13 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლო დავის პერიოდში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიცია გაუქმდა.  ამის გამო, ქეთევან მაქარაშვილის…

მეტი...

კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლი სენაკში

ქალაქი სენაკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, კერძოდ კი სამეგრელოში. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და კულტურის ცენტრი, რომელიც ქალაქ სენაკს ამშვენებს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრია. თეატრის შენობის არქიტექტორია ვახტანგ გოგოლაძე. შენობა ქალაქის ცენტრალურ ადგილს იკავებს და მას  სწორკუთხედის ფორმა აქვს. შენობა სამსართულიანია. მაყურებელთა დარბაზი კი განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში. დარბაზი წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და 500 მაყურებელზეა გათვლილი. რაც შეეხება მხატვრობას, ვესტიბიულისა და საკონცერტო დარბაზის ჭერი 1980 წელს დიმიტრი ბარქაიამ მოხატა. დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბა, მისი შიდა სივ­რცე, თუ გარე ფა­სა­დი იშ­ვი­ა­თი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. თე­ატ­რა­ლუ­რი დასი ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლენ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა თე­ატ­რის შე­ნო­ბის…

მეტი...

რუსეთის ძალებმა სუმიში საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმიში, საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.  სუმიზე სარაკეტო იერიში დაახლოებით დილის ექვს საათზე მიიტანეს. „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა ავტოსადგომზე ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრის შენობა, ხუთი საცხოვრებელი კორპუსი და 15-ზე მეტი ავტომობილი.

მეტი...

2020 წლიდან საქართველოში შობადობას გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს

2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი. 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202.3 ათასი ადამიანი. ინფორმაციას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის 2021 წელს იყო.

მეტი...

“შეთანხმების ან რეალური მოლაპარაკებების ზღვარზე არ ვართ”- “ჰამასის” „ჰამასის“ უფროსი სპიკერი

„შეთანხმების ან რეალური მოლაპარაკებების ზღვარზე არ ვართ“-  ამის შესახებ „ჰამასის“ უფროსმა სპიკერმა, სამუ აბუ ზუჰრიმ განაცხადა. მისივე განმარტებით, ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება, „ილუზიას“ წარმოადგენს. „ჩვენ შეთანხმების ან რეალური მოლაპარაკებების ზღვარზე არ ვართ, არამედ ამერიკული ბრძანების დაწესების“ – განაცხადა სამუ აბუ ზუჰრიმ.      

მეტი...

გენო პეტრიაშვილი გულშემატკივრების წინაშე წარსდგება

გორის „დილა“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „თელავს“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივრის წინაშე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი წარსდგება. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, მანამდე პეტრიაშვილი 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იყო. ამას გარდა, გენო ევროპის ორგზის (2016, 2020) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია (2017, 2018, 2019). „დილასა“ და „თელავის“ მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 17 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

ნიგერიაში 20 სტუდენტი გაიტაცეს

ნიგერიაში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 20 სტუდენტი გაიტაცეს. ინფორმაციას ნიგერიის პოლიცია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, შემთხვევა ბენუეს შტატში მოხდა, როდესაც სტუდენტები ქვეყნის სამხრეთში, კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელმა დაჯგუფებამ გაიტაცა სტუდენტები.

მეტი...

“ოკუპანტი დიდ ზარალს განიცდის და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის”- ზელენსკი

„ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპანტი დიდ ზარალს განიცდის და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის მებრძოლებს გამძლეობისა და თავდადებისთვის.  „ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპანტი დიდ ზარალს განიცდის და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის: საუბარია რუსული არმიის ლოგისტიკის განადგურებაზე და მათი რეზერვების ამოწურვაზე. ჩვენ ყველა რუსეთის პოზიციას მაქსიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ და ამას ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს სიზუსტისთვის, სიძლიერისთვის და გამძლეობისთვის. მთავარსარდალმა სირსკიმ მოახსენა ჩვენი თავდაცვითი ნაბიჯების შესახებ დონბასში. პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებები. ისევე…

მეტი...

“26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს”- ცესკო

“26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს, კანონმდებლობით არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაა დადგენილი, შესაბამისად თუ ვინმეს სურს სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, მან თავისი პარტია უნდა დატოვოს” – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა. „17 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო 13 უფლებამოსილ პარტიას კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების და ვადების დაცვით. მომართული განცხადების საფუძველზე მათ მოითხოვეს გასულ არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრის დატოვება, მათ ეს რიგითი ნომრები დარჩათ…

მეტი...

“უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა”- ზახაროვა

უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა.  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „პირველად, კურსკის ოლქს ცეცხლი დასავლური წარმოების სარაკეტო გამშვები დანადგარების, სავარაუდოდ, ამერიკული HIMARS-ებით გაუხსნეს“ – განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვა ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოხალისეები დაიღუპნენ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ.

მეტი...

სუჯაში ლენინის ძეგლი ჩამოადგეს

ტელეგრამ არხები ავრცელებენ კადრებს სუჯადან, სადაც ჩანს, რომ ქალაქში რომელსაც რამდენიმე დღეა უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ მხოლოდ კვარცხლბეკია დარჩენილი. ძეგლის გარეშე დარჩენილი კვარცხლბეკის ფოტო სოციალურ ქსელში თავდაპირველად  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დარია ზარივ – ნაიამ გამოაქვეყნა.

მეტი...

ავტომანქანა საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა

გორში, სტალინის გამზირზე, ავტომანქანა საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ცნობილია, 2 დღის წინ ქალაქის ცენტრში მილი დაზიანდა და  საავტომობილო გზაზე თხრილი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაკეთებული.  

მეტი...

თურქეთის პარლამენტში ჩხუბის დროს ორი დეპუტატი დაშავდა

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ჯან ატალაის საკითხის განხილვა თურქეთის პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირება მოჰყვა. მემარცხენე „თურქეთის მუშათა პარტიის“ წევრმა, აჰმეტ სიკმა პატიმრობაში მყოფი თანაპარტიელი ჯან ატალაი თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ წევრების თავდასხმებისგან დაიცვა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა. „არ არის გასაკვირი, რომ ატალაის ტერორისტს ეძახით. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტერორისტები იმ სკამებზე მსხდომნი არიან“, – განაცხადა აჰმაეტ სიკმა და მმართველი პარტიის წევრებისკენ მიუთითა. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას თურქეთის მმართველი პარტიის დეპუტატების აგრესიული გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც აჰმეტ სიკს რამდენჯერმე დაარტყეს მუშტი. ჩხუბის დროს, სულ მცირე, ორი…

მეტი...

დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი – თურქეთში ხანძარს ებრძვიან

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან. რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია ევაკუაცია, დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს, რომლის სიჩქარეც საათში 80 კილომეტრს აღწევს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ხუთი თვითმფრინავი, 15 ვერტმფრენი, 10 სახანძრო მანქანა და სხვა ტექნიკა. გადაკეტილია სტიქიის ზონისკენ მიმავალი რამდენიმე ავტომაგისტრალი.  

მეტი...

ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა ხუთი ადამიანი. ლიბანური მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქ ნაბათიაში საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობი იყო. ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა სამხრეთ ლიბანის ორ სოფელში მდებარე შენობებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებდა.

მეტი...

„ბუდუ, ბუდუუ“- ვარჯიშის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეს ბაზაზე ბავშვები ოვაციებით დახვდნენ (video)

ვარჯიშის შემდეგ ბუდუ  ზივზივაძეს ბაზაზე აკადემიის ბავშვები ოვაციებით  დახვდნენ. “ბუდუ, ბუდუუ”- სკანდირებდნენ პატარა გულშემატკივრები. “კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ის ახლა თავს კარგად გრძნობს.  

მეტი...

“ომი ბრუნდება სახლში”- ლატვიის თავდაცვის მინისტრი კურსკის ოლქში უკრაინული ჯარის შესვლას ეხმაურება

“ომი ბრუნდება სახლში” – ასე ეხმაურება ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი კურსკის ოლქში უკრაინული ჯარის შესვლას. სპრუდსი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე აბსოლუტური დარტყმის უფლება აქვს. მისი აზრით, ომის რუსეთის ტერიტორიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. “ადრე თუ გვიან, მოკავშირეების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში” – თქვა სპრუდსმა.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ჩადის

პუტინი ხვალ აზერბაიჯანში ჩადის. რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებები ილჰამ ალიევთან ექნება. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ მოსკოვსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სამომავლო განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებს. ასევე ვიზიტისას ხელი მოეწერება სამთავრობო შეთანხმებებს. რუსი დიქტატორის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში ორდღიანია.

მეტი...

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”- ბაიდენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით

ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი. „მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დასრულებამდე ჯერ შორს არის. კიდევ რამდენიმე საკითხია. ვფიქრობ, ჩვენ შანსი გვაქვს“ – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება. ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა  

მეტი...