“ომი ბრუნდება სახლში”- ლატვიის თავდაცვის მინისტრი კურსკის ოლქში უკრაინული ჯარის შესვლას ეხმაურება

“ომი ბრუნდება სახლში” – ასე ეხმაურება ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი კურსკის ოლქში უკრაინული ჯარის შესვლას.

სპრუდსი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე აბსოლუტური დარტყმის უფლება აქვს. მისი აზრით, ომის რუსეთის ტერიტორიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს.

“ადრე თუ გვიან, მოკავშირეების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს ამ ომს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში” – თქვა სპრუდსმა.

მსგავსი თემები