„უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს“- უკრაინული მხარე

„უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს“- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ  პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

სირსკიზე დაყრდნობით, ზელენსკი აცხადებს, რომ “უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს და სტაბილიზებული ტერიტორია გააფართოვეს“.

„მადლობა ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებსაც რუსი სამხედროები ტყვეებად აჰყავთ და ამით ჩვენი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან, გათავისუფლებას აახლოებენ“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები