გორში, სტალინის გამზირზე, ავტომანქანა საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, 2 დღის წინ ქალაქის ცენტრში მილი დაზიანდა და საავტომობილო გზაზე თხრილი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაკეთებული.