ქართველმა ფეხბურთელმა “სტოკთან” მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გიორგი ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა.
ინგლისის ჩემპიონშიფის მეორე ტურის შეხვედრა ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 83 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 8,2 მიიღო.
ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა 73-ე წუთზე მიიღო, როდესაც მასპინძლებმა მესამე ბურთი გაიტანეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის საგოლე გადაცემით თავი ისევ კაიემბემ გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა.