“ამ საფრთხეს ალბათ თავიდან ვერ ავიცილებთ”- ინფექციონისტი “მაიმუნის ყვავილზე”

,,რა თქმა უნდა საფრთხე იმისა, რომ შემოვა ეს ვირუსი ჩვენთან არსებობს“- ამბობს ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი “მაიმუნის ყვავილის” საქართველოში, შესაძლო გავრცელებაზე.

 მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხეს საქართველო ვერ აირიდებს, რადგან ქვეყანაში უამრავი ტურისტი შემოდის. ინფექციონისტი მოქალქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

,,რა თქმა უნდა საფრთხე იმისა, რომ შემოვა ეს ვირუსი ჩვენთან არსებობს. კერძოდ, ის მიგრაცია, რაც ხდება მთელ მსოფლიოში ჩვენც დავდივართ, შემოდიან უამრავი ტურისტები,ამ საფრთხეს ალბათ თავიდან ვერ ავიცილებთ. ერთი კარგი თვისება, თუ შეიძლება ითქვას, ეს ვირუსი არ არის ჰაეროვანი, ეს არის წვეთოვანი ვირუსი და გადამდები არის მისი ბიოლოგიური  სითხეები. ამიტომ თავდაცვის, საშუალება კიდევ და კიდევ არის დისტანცია და დაცული ურთიერთობა უცნობ ადამიანებთან. არ ვიცით მისი კლინიკური ნიშნები გამოცდილება ამ დაავადებასთან არ გვაქვს – ამბობს მაია ზალდასტანაშვილი.

მსგავსი თემები