წალკის კანიონი ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორისაა

წალკის კანიონი ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორისაა. კანიონს მიმდინარე წლის 7 თვეში,  ვიზიტორთა რაოდენობის 8% ესტუმრა და ხუთეულში მოხვდა.

“ვიზიტორების რაოდენობა არის გაზრდილი, ბოლო 7 თვის განმავლობაში, 8%-ით და ყოველდღიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 800-დან 1100-მდე სტუმარს. აქ მოსულ სტუმარს ელოდება ეს ულამაზესი ბუნება პირველ რიგში, ეს ულამაზესი ყელსაბამი კანიონზე. ძალიან ცნობილია უკვე მთელ მსოფლიოში, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩვენი ბრილიანტის 360 კაფე-ბარი. [ვიზიტორებს] ელოდება ასევე კოტეჯები, ვილჰაუსები, რომელიც არის ძალიან კომფორტული და შეესაბამება 5-ვარსკვლავიანი სტანდარტებს” – აცხადებს “ქასს დაიმონდ რეზორტის” გენერალური მენეჯერი მაია კუკავა.

 

მსგავსი თემები