“ოკუპანტი დიდ ზარალს განიცდის და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის”- ზელენსკი

„ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპანტი დიდ ზარალს განიცდის და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის მებრძოლებს გამძლეობისა და თავდადებისთვის.

 „ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპანტი დიდ ზარალს განიცდის და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის: საუბარია რუსული არმიის ლოგისტიკის განადგურებაზე და მათი რეზერვების ამოწურვაზე. ჩვენ ყველა რუსეთის პოზიციას მაქსიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ და ამას ვაკეთებთ.

მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს სიზუსტისთვის, სიძლიერისთვის და გამძლეობისთვის. მთავარსარდალმა სირსკიმ მოახსენა ჩვენი თავდაცვითი ნაბიჯების შესახებ დონბასში. პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებები. ისევე როგორც ჩვენი წინსვლა კურსკის რეგიონში. ჩვენ ვანადგურებთ რუს სამხედროებს ჩვენი მოქმედებების არეალში და ვავსებთ „გაცვლის ფონდს“ ჩვენი სახელმწიფოსთვის”- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები