რაზე ისაუბრეს იტალიის პრემიერმა და ჩინეთის პრეზიდენტმა?!

იტალიის პრემიერ-მინისტრის – ჯორჯია მელონის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირბით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკლე კომენტარს აკეთებენ როგორც ოფიციალური ჩინეთი განმარტავს, საუბარი უკრაინის საკითხსაც შეეხო.

„პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრისას იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონთან გაიმართა აზრთა სიღრმისეული გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებსა და ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის და მიესალმება და მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჩინეთი მზადაა შეინარჩუნოს კომუნიკაცია შესაბამის მხარეებთან, მათ შორის იტალიასთან, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა შეიქმნას პირობები უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

მსგავსი თემები