გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს

გერმანია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას Politico გერმანულ გამოცემა FAZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს ცნობით, აკრძალვა, რომელიც გერმანიის მმართველი კოალიციის ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილს წარმოადგენს, უკვე ძალაშია.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს თხოვნით 5 აგვისტოს მიმართა.

მსგავსი თემები