„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წარუდგინა.
„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამია.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, ერთ მხარეს არის თავისუფლება, უსაფრთხოება და სიმდიდრე ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს კი, მონობაა და სიღარიბე.